LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სისულელეა: რა უნდა საქართველოს ექვს ერში

32

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ნანატრი მატჩი იტალიასთან ახლოვდება, რომლის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონორ ო’შიმ ბორჯღალოსნების მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება rugbypass.com-თან ინტერვიუში ვერ დამალა.

როგორც იცით, ექვს ერში იტალიის ნაკრები მუდამ აუტსაიდერია და სულ უფრო და უფრო ხშირად მიდის საუბრები ამ ტურნირის რეფორმაზე და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგია ო’ში.

ის ამბობს, რომ იტალიური რაგბი პროგრესირებს, იაპონია დაამარცხეს და არავის უნდა დაინახოს, რომ ქართველებმა ამომავალი მზის ქვეყნის გუნდთან 0:28 წააგეს.

მისი მტკიცებით, ბევრ სათამაშო კომპონენტში ძალიან მოუმატეს
და წინსვლა ყველა ასაკობრივ ნაკრებში სახეზეა.

იტალიელთა ირლანდიელი თავკაცი დიდ იმედებს ამყარებს მუხლზე ნაოპერაციევ 35 წლის სერჯიო პარიზზე და ამბობს, რომ მსოფლიოს თასზე ის გაიბრწყინებს, მათი გუნდის ექვსი ერის დატოვება კი აბსურდია და ამაზე ლაპარაკი სისულელეა.

იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 10 ნოემბერს ფლორენციაში ჩატარდება.

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები