LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები გაბრაზებულ სპილოს ძლივს გადაურჩნენ

50

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა ინდოეთის ნაციონალურ პარკში მოხდა. დამთვალიერებლებით სავსე ავტობუსი სპილოების სიახლოვეს გაჩერდა და ერთ-ერთი ცხოველის აგრესია სწორედ ავტომობილმა გამოიწვია. სპილო ავტობუსისკენ წავიდა, მძღოლმა მაშინვე უკან დაიხია, თუმცა სპილოს გაჩერება არც უფიქრია. დევნა რამდენიმე წუთი გაგრძელდა, შემდეგ კი როგორც ჩანს, სპილო დაიღალა, ავტობუსს შეეშვა და თავისიანებთან დაბრუნდა.

სპეციალისტთა შეფასებით, სპილოების სადგომის ავტომობილით გადაკვეთა არც თუ ისე ჭკვიანური იდეაა და მათი სიმშვიდის დარღვევა შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულებულიყო, ამიტომ ტურისტებს ნამდვილად გაუმართლათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები