BMW სავაჭრო ომის გამო მილიარდ ევროზე მეტს დაკარგავს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა და ისიც დააზუსტა, რომ ეს „კონსერვატიული“ პროგნოზია. თუკი აშშ-ს, ევროპასა და ჩინეთს შორის არსებული უთანხმოება გართულდება, დანაკარგები შესაძლოა ბევრად მეტი იყოს.
ახალი ტარიფები ძალაში ჯერ არ შესულა, თუმცა ბაზარზე გავლენას უკვე ახდენს: მომხმარებლები ნაკლებად ყიდულობენ, ხოლო ინვესტორები ნაკლებ ფულს აბანდებენ.
BMW 2025 წელს განსაკუთრებულ ზარალს ნახავს და ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროპის მიერ ჩინური წარმოების ელექტროქარებზე დაწესებულ დამატებით გადასახადს უკავშირდება.
სიტუაციას გაართულებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაც, რომელიც მექსიკასაც დამატებით გადასახადს უწესებს. BMW-ს კი ერთ-ერთი საწარმო სწორედ მექსიკაში აქვს. ბრენდის ტოპ-მენეჯერი არც იმაშია დარწმუნებული, რომ წლის ბოლომდე ტარიფები უცვლელი დარჩება.