LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-მ გადაწყვიტა Tesla-ს აჯობოს

88

Audi-ის ახალი ელექტრომობილი Telsa Model S-ზე ბევრად სწრაფი იქნება. ოთხკარიანი გრანდ-ტურერი Audi e-tron GT, რომლის დებიუტიც 2020 წლისთვისაა დაგეგმილი-თავის მთავარ კონკურენტზე ბევრად ძლიერი უნდა იყოს, ყოველშემთხვევაში ავტომწარმოებელი ამის პირობას დებს. გამოცემა Autocar-ის ინფორმაციით, Audi-ის ახალი თაობის კონცეპტის პრეზენტაცია ნოემბრის ბოლოს ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე შედგება. ელექტროქარს Porsche Taycan-ის პლატფრომაზე ააგებენ, რაც გახდება კიდეც მისი სისწრაფის ერთ-ერთი მიზეზი. მიუხედავად გაზრდილი ძალისა, e-tron GT-ს ერთი დამუხტვით 400 კმ-ს გავლა შეეძლება, რაც ზუსტად იმდენივეა რამდენიც e-tron-ის სვლის მარაგი. თუმცა, სიახლე იმით იქნება განსაკუთრებული რომ 80%-მდე დამუხტვა 12 წუთში შეეძლება. და ბოლოს, რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს ელექტროქარს 408 ცხენის ძალა ექნება და 96 კმ/სთ-ს 5,5 წამში განავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები