LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის თვითმფრინავი პირველად აფრინდა

477

მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის თვითმფრინავი პირველად აფრინდა. უზარმაზარი „ამფიბია“ – AG600 ჩინელი სპეციალისტების მიერაა აწყობილი და პირველ სატესტო ფრენას მან თავი არაჩვეულებრივად გაართვა. თვითმფრინავის გამოცდა 27 აგვისტოდან დაიწყო და ექსპერტებმა მისი მანევრირებისა თუ მართვის სისტემები, სიჩქარის ცვლილება, წყლის ზედაპირზე გაჩერების უნარი და წყალგაუმტარობა სხვადასხვა ხერხით შეამოწმეს. ბოლო ეტაპი კი აფრენა იყო და ლაინერმა ეს დავალებაც წარმატებით შეასრულა.

როგორც მწარმოებელი კომპანია აანონსებს, „ამფიბია“ ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდება და ერთ ჯერზე მას 50 ადამიანის გადაყვანა შეეძლება. ხომალდის სიგრძე 39,3 მეტრია, ფრენის მაქსიმალური მანძილი კი 4,5 ათასი კილომეტრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები