რბოლაზე გამოსულ დრეგსტერს პარაშუტი არ გაეხსნა და მისი გადარჩენა მხოლოდ სათადარიგო ბადით გახდა შესაძლებელი. შემთხვევა ილინოისის შტატში Gateway Motorsports Park-ის ავტოდრომზე მოხდა. 1969 წელს აწყობილი Chvrolet Chevelle რბოლას ასრულებდა, როდესაც ტექნიკური გაუმართაობის გამო პილოტმა მისი გაჩერება ვერ შეძლო. ამ დროს E3 Spark Plugs Pro Mod-ის საჭესთან მაიკ ბოუმენი იჯდა. მან 402 მეტრი 5,89 წამში გაიარა და ფინიშთან ავტომობილის სიჩქარე 410 კმ/სთ-ს აღწევდა. საბედნიეროდ, სპორტქარი ბადემ დროულად გააჩერა და პილოტი უვნებლად გადარჩა.