LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Abarth 124 გინესის რეკორდსმენია

40

სუპერსწრაფმა როდსტერმა გინესის რეკორდი დაამყარა და ამ დროს მის საჭესთან ცნობილი კასკადიორი ალასტერ მოფატი იჯდა. მან შეძლო და ორ ავტომობილს შორის 8-იანი ზედიზედ 5-ჯერ დახაზა. ტრიუკის შესასრულებლად მოფატს 45,66 წამი დასჭირდა. რეკორდის დასამყარებლად Abarth 124 შეირჩა და ავტომობილი სერიული წარმოების იყო, ყოველგვარი გაუმჯობესების გარეშე. ერთადერთი რამ რაც სპორტქარს შეუცვალეს იყო ის, რომ გათიშეს სტაბილიზაციის სისტემა და საბურავების წნევა გაზარდეს.

ზოგადად კი როდსტერის ტექნოლოგიურ მახასიათებლები –  1,4 ლიტრის მოცულობის ტურბო ძრავს მოიცავს და აგრეგატს 170 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველი „ასეულის“ ასაკრეფად როდსტერს 6,8 წამი სჭირდება და მაქსიმალური სიჩქარე კი 232 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები