LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyta-ს პიკაპი პიცერიად გადააქციეს

204

პიკაპი Toyota Tundra მოძრავ პიცერიად გარდაქმნეს. უჩვეულო იდეის ავტორები Toyota-ს სპორტული ავტომობილების ცენტრი, კომპანია Nachi Robotic Systems, და ტეხასში მდებარე პიცერია Pizza Hut გახდნენ. კონცეპტუალური Tundra ავტონომიური სამზარეულოთი აღჭურვეს და თან ორი რობოტიც დაუმონტაჟეს. პიკაპი ფაქტობრივად თავიდან ააწყეს, ბენზინის ძრავი ელექტრონიკით შეუცვალეს, რაც იმას ნიშნავს რომ ავტომობილის გავლენა გარემოზე მინიმუმამდეა შემცირებული. ერთადერთი საზიანო გამონაბოლქვი კი პიცის მომზადებისას გამოყოფილი არომატი თუ შეიძლება იყოს.

უგემრიელესი პიცის მომზადებაზე ორი რობოტი იზრუნებს. რობოტები მაცივართან და ღუმელთან ერთად საბარგულში იქნებიან მოთავსებულები. Toyota-ს პიცის მომზადების პროცესი საკმაოდ მარტივია – პირველ რობოტს პიცა მაცივრიდან გამოაქვს, მეორე კი მომზადბული პიცის დაჭრაზეა პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ მთელ ამ პროცესს 6-7 წუთი დასჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები