ამერიკულ საიტზე Porsche Club გაჩნდა ისტორია, რომელიც ყველაზე საიდუმლო და ამავდროულად უჩვეულო კოლექციას ეხება. დაახლოებით 65 თეთრი ავტომობილი ინახება თეთრ შენობაში, რომელსაც იატაკიცა და ჭერიც აბსოლიტურად თეთრი აქვს. ყველაზე თეთრი „მუზეუმის“ ვიზიტორებს ფეხსაცმელებს ახდევინებენ, მობილურ ტელეფონებს კი შესასვლელში ატოვებინებენ. უნიკალური კოლექცია სხვადასხვა თაობების 911–ებისგან შედგება. მათ შორის არის 1973 წლის Carrera RS 2.7 Lightweight თუ თანამედროვე GT3 RS. ასევე გამოფენილ ექსპონანტებს შორის 1962 და 1958 წლების მოდელების ნახვაცაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ „მუზეუმის“ მეორე სართული მთლიანად წიგნებს ეთმობა და ვიზიტორებს იქ Porsche–ს ისტორიის დეტალურად გაცნობა შეუძლიათ.