LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ბერიძე: „სერენადის სამღერლად წავედი და მეორე ხარისხის დამწვრობით გადამიყვანეს საავადმყოფოში…“

270
აჩიკო ბერიძე

აჩიკო ბერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ სახალისო ამბავს ჰყვება, როგორ წავიდა სერენადის სამღერლად და როგორ მოხვდა კლინიკაში ამის შემდგომ:

„სერენადის სამღერლად წავედი… გულს ვანთებდი. მეგობრებთან ერთად ვიყავი. გული რომ მოვხაზეთ საწვავით, თურმე, სითხე ფეხზეც გადამესხა. ავანთეთ ცეცხლი, აინთო გული და უცებ, ფეხზე წამეკიდა ცეცხლი. მეორე ხარისხის დამწვრობა მივიღე. რა დროს სერენადა იყო, რესპუბლიკურში გადამიყვანეს დამწვარი ფეხით. პირდაპირი გაგებით – სიყვარულით დავიფერფლე (იცინის)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები