შესახებ
დათო ხუჯაძე – მომღერალი და კომპოზიტორი დათო ხუჯაძე თბილისში დაიბადა. დათო სხვადასხვა მუსიკალურ ანსამბლებში ბავშვობიდან მღეროდა. ინსტიტუტში სწავლისას კი, ჯგუფი „ფლეში“ შექმნა, რომელიც მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამის შემდეგ კი, ის წარმატებულ ჯგუფში „სახე“ მღერის.
2000 წლიდან დათოს შემოქმედებაში ახალი ეტაპი იწყება – სოლოკარიერა. მის რეპერტუარში არაჩვეულებრივად ერწყმევა ერთმანეთს სოული, დისკო, რეგის საცეკვაო რიტმები და ეთნიკური მელოდიები. მის სოლო კონცერტებზე მსმენელის რეკორდული მაჩვენებლით ფიქსირდება… 2002 წელს კი, მომღერლის პირველი სოლო ალბომი „I want you to want this“, ცოტა ხანში კი მეორე ფირფიტა „I don’t want to hurt you“ გამოდის. მალე მომღერლის მესამე ალბომი „Sand Dream“ გამოვიდა, რომელიც 16 სიმღერის და 2 ვიდეორგოლისგან „მაპატიე“ და „Sand Dream“ შედგებოდა.
ვიდეორგოლში „მახინჯი ვარ“, მსოფლიოში პირველად იქნა გამოყენებული ქვიშაზე ხატვის ტექნოლოგია. მუსიკის კრიტიკოსებმა ვიდეო 2005 წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დაასახელეს.
2006 წელს დათომ ცნობილ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელთან ლიგალაიზთან ერთად, სიმღერა „ჯანაია“ ჩაწერა, რომელზეც იმავე წელს ვიდეო გადაიღეს.
დათოს სოლო კარიერის დასაწყისშივე ერგო პირველი ჯილდო – გრან პრი საიუბილეო წელს ფესტივალზე „სლავური ბაზარი”. იქვე იყოს მეორე ფესტივალი „ხმა აზიაში” და აუდიტორიის ჯილდო სიმღერისთვის “ჩიტო გვრიტო”.
მისი სიმღერები ჟღერს ღამის კლუბებსა და რადიოსადგურებში.
მომღერალი საქართველოში გამოუშვა ორი სოლო ალბომი.
მუშაობდა ამერიკელ რეპერ Coolio-სთან მისი კონცერტის დროს თბილისში და გამართა კონცერტი ჯემ-სეიშენ ჯგუფთან „Manhattan Transfer”.
დათო დროებით მოსკოვში გადადის და ყველაფერს ნულიდან იწყებს. 2005 წელს გამოდის მომღერლის პირველი რუსული ალბომი „Sand Dream”.
მომღერალმა ვიდეორგოლში უნიკალური ტექნოლოგია გამოიყენა და ქვიშაზე ხატვით შექმნა კლიპი „მახინჯი ვარ” ისრაელ მხატვრთან Ilana Yahav ერთად. ვიდეო ნაჩვენები იყო კანში ფესტივალზე „კანის ლომები”, ნიუ-იორკში და საფრანგეთში Clermont-Fer-ზე. ასევე, ვიდეომ მიიღო სპეციალური პრიზი მოსკოვის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე. 2008 წელს კლიპი წარმოდგენილი იყო სკანდინავიურ კინოფესტივალზე. ვიდეოს „იუთუბზე” მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მიღწევები და ჯილდოები:
ფესტივალის გრანპრი „სლავური ბაზარი” – 2000 (კიევი)
„შავი ფესტივალის“ გრან პრი (კლუბური მუსიკის ფესტივალი, მოსკოვი, 2001)
აუდიტორიის პრიზი ფესტივალზე „აზიის ხმა” (2001, ალმა-ატა)
გამარჯვებული – ჯილდო „საუკეთესო საუკეთესოზე” (პრემია „რუსული პროფესიული”, მოსკოვი, 2007)
ორი პრემია საერთაშორისო ცერემონიაზე- Big Apple Music Awards (New York, 2009)
პრემია „ეთერის ღმერთო” ნომინაციაში „ყველაზე მასშტაბური არტისტი, რუსეთის” (2010, მოსკოვი)
2016 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა“, გახდა „ავტორადიოს” რჩეული სიმღერით „ჩემო გოგო“ ჯგუფთან Goofy Land.
ამავე ღონისძიებაზე 2017 წელს როგორც ჯგუფის „სახე“ წევრმა დათო ფორჩხიძესთან ერთად მიიღო დაჯილდოების საპატიო ჯილდო „ოქროს ტალღა“ – მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათის.
2017-2018 წლებში მომღერალმა გრანდიოზული კონცერტები გამართა „სახესთან“ ერთად, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და „ბლექს სი არენაზე“ .
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები