LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბზიკის ნაკბენი

106
ბზიკის ნაკბენი

ბზიკის ნაკბენზე რეაგირება დამოკიდებულია ორგანიზმის მიერ განვითარებული ალერგიული პასუხის სიძლიერეზე. იმ შემთხვევაში, თუ არ გვეცოდინება როგორ მოვიქცეთ გარკვეულ შემთხვევებში, ნაკბენი შესაძლოა სასიკვდილოც იყოს. რადგან, საბოლოოდ ხორხის შეშუპებით და სასუნთქი გზების სრული დახშობით მთავრდება. ფუტკრის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები – ხანმოკლე ტკივილიდან და დისკომფორტიდან მძიმე ალერგიული რეაქციამდე. მსუბუქი სიმპტომები მოიცავს: მკვეთრი, მწველი ტკივილის წარმოქმნას ნაკბენის ადგილზე; ნაკბენის გარშემო სიწითლის განვითარებას; შეშუპებას. საშუალო ხარისხს მიეკუთვნება: ძლიერი სიწითლე; ნაკბენის გარშემო 48 საათის მანძილზე მზარდი შეშუპების განვითარება, რაც ბზიკის ნესტრის ჩატოვებით არის გამოწვეული.

მწვავე ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის სიმპტომებია: კანის მწვავე რეაქცია სიწითლის და ქავილის სახით; სუნთქვის გაძნელება; ენის შეშუპება; სუსტი და გაიშვიათებული პულსი; ცნობიერების დაბინდვა. ბზიკის ნაკბენის გართულებას სწორედ ანაფილაქსიური შოკი წარმოადგენს, რომელიც დაუყოვნებელ ჩარევას მოითხოვს. მკურნალობის გზები მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალერგიული რეაქციის დროს მარტივია. ის მოიცავს ნესტრის დაუყოვნებელ მოცილებას, ნაკბენის საპნით და წყლით ჩამობანას და ცივი კომპრესის დადებას.

ანაფილაქსიური რეაქციის დროს ბზიკის ნაკბენზე, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩატარდეს იმუნოთერაპია. ის გულისხმობს ინექციების რეგულარულ კურსს, რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ალერგიულ რეაქციას მინიმუმამდე ამცირებს. ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, ან სიმპტომების დროში გახანგრძლივების დროს საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები