LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილ სპორტქარებს ბენზინის სუნი აქვთ და ხმაურით დადიან“: აკიო ტოიოდა

105
„ნამდვილ სპორტქარებს ბენზინის სუნი აქვთ და ხმაურით დადიან“ აკიო ტოიოდა

Toyota-ს კონცერნის პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ განაცხადა, რომ ნამდვილი სპორტქარები ეს შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებია. იაპონური კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სპორტულ ავტომობილებს საწვავის სუნი უნდა ჰქონდეთ, ასევე მოძრაობისას სახასიათო ხმაურს უნდა გამოსცემდნენ. ამასთან, იაპონური ბრენდი ელემენტიანი მანქანების შექმნაზე უარის თქმას არ აპირებს. თუმცა, შეზღუდული სვლის მარაგისა და დამუხტვის ხანგრძლივობის გამო, „მწვანე“ მანქანები დიდ ენთუზიაზმს ვერ იწვევენ.

აკიო ტოიოდა თვლის, რომ სპორტქარებში ტრადიციული აგრეგატის დამონტაჟებაა აუცილებელი, მიუხედავად ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარებისა. Toyota-ს ხელმძღვანელის თქმით, მძღოლისა და ავტომობილის ემოციური კავშირისთვის სწორედ ამ ტრადიციას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები