მომღერლებმა ნინი ბადურაშვილმა, რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ მსმენელს ახალი ერთობლივი ნამუშევარი წარუდგინეს – კომპოზიციის „ღიმილს ნუ მალავ“ პრემიერა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ-FM“ რამდენიმე დღის წინ შედგა.
სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი რატი დურგლიშვილია. სიმღერას, რომელიც „იუთუბზე“ უკვე ხელმისაწვდომია, ნინი ბადურაშვილი მსმენელს სოციალურ ქსელში უზიარებს.
„მეგობრებო, ჩვენი ახალი დუეტიც დაიდო! ისეთი სიმღერაა, დილიდან კარგ განწყობას რომ შეგიქმნით! რატი, მაკა მიყვარხართ! რატი ძალიან კარგ სიმღერებს წერ შენ და არ უნდა გაჩერდე.
მადლობა ყველა ადამიანს, ვინც იმუშავა ამ სიმღერაზე. არანჟირება – ბორიკო შხიანი, მასტერი პროდუსინგი – გიგა კუხიანიძე. გენიოსებო გაიხარეთ“, – წერს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში.
დილა მშვიდობის მეგობრებო❤️ ჩვენი ახალი დუეტიც დაიდო! ისეთი სიმღერაა დილიდან კარგ განწყობას რომ შეგიქმნით!🌞რატი მაკა…
Posted by Nini Badurashvili on ოთხშაბათი, 11 ივნისი, 2025