LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოკიდებული პიროვნების აშლილობა

107
დამოკიდებული პიროვნების აშლილობა

დამოკიდებული პიროვნების აშლილობა არის პიროვნული პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ფსიქოლოგიური დამოკიდებულებით სხვა ადამიანებზე. რომლის დროსაც ადამიანი დამოკიდებული ხდება სხვაზე ან სხვებზე იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს თავისი ემოციური და ფიზიკური მოთხოვნილებები. დაავადებას ადამიანი მიჰყავს სუბმისიური და სხვაზე მიწებებულ ქცევებამდე რამეთუ მას განშორების ეშინია. მსგავსი ტიპის ქცევა იწყება ადრეულ მოწიფულობის პერიოდში და ვლინდება არაერთ ცხოვრებისეულ კონტექსტში.

დამოკიდებულ პიროვნებას ხუთი სუბტიპი აქვს: შეშფოთებული – დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს აცილებადი პიროვნების თვისებები, თავდაუზოგავი – დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს მაზოხისტური პიროვნების თვისებები. მოუმწიფებელი – დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან არ ახლავს არცერთი სხვა პიროვნების ტიპისთვის დამახასიათებელი თვისებები. დაუზარებელი – დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს თეატრალური პიროვნების თვისებები. უნაყოფო – დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს შიზოიდური პიროვნების თვისებები.

კოდეპენდანტური ურთიერთობა არის არაჯანსაღი ან დისფუნქციური ურთიერთობის ტიპი სადაც ერთი მხარე ნებას აძლევს ან მხარს უჭერს მეორის ნარკოდამოკიდებულებას, ალკოჰოლიზმს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, ცუდ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, უმწიფარობას, ან უპასუხისმგებლობას. კოდეპენდანტურობას შეიძლება გადავაწყდეთ ყველა ტიპის ურთიერთობაში: ოჯახური, სამსახურეობრივი, მეგობრული, რომანტიკული, თუ საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

დისფუნქციურ ოჯახში ბავშვი დაისწავლის, რომ მოერგოს მშობლის მოთხოვნილებებს და ემოციებს და არა პირიქით. მშობელი არის როლი, რომელიც მოითხოვს გარკვეული დოზით თვითშეწირვას და ბავშვისთვის პრიორიტეტის მინიჭებას. თუ ზრუნვა და თვითშეწირვა აღწევს არაჯანსაღ ან გამანადგურებელ დონეებს, მშობელს შეუძლია იყოს კოდეპენდანტური შვილის მიმართ. სხვაგვარად რომ შევხედოთ ამ საკითხს: თოთო ბავშვის მოთხოვნილებები აუცილებელია, მაგრამ დროებითი, კოდეპენდანტურის კი მუდმივი. კოდეპენდანტური მშობლების შვილები შეიძლება თვითონვე გახდნენ კოდეპენდანტურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები