01:00-დან 12:57 საათამდე პერიოდი მთვარის მიმართულებადაკარგულ ფაზაშია, რაც აქვეითებს ყურადღებას, მაღალია კონცენტრაციის დაკარგვის რისკი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მმართებთ მძღოლებს. ამავდროულად, დღე გეომაგნიტურია – რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, წნევის ცვალებადობა, ენერგიის დაქვეითება და ემოციური დისკომფორტი. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური მკურნალობა.
პარტნიორული ურთიერთობები – თავი შეიკავეთ კამათისგან, განსაკუთრებით ეჭვიანობის გამო, სწორედ ამ მიზეზით შეიძლება მოხდეს კონფლიქტების გამწვავება.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს დაწყებული საქმეები, მიუხედავად დილის ინერტულობისა, გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას მოიტანს. დაგეგმეთ სამომავლო სტრატეგია და მოერიდეთ წვრილმანებზე დროისა და ენერგიის გაფლანგვას. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს მაღალია კოლეგების მხრიდან დაუდევრობის და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ალბათობა
არ არის სასურველი ფინანსური ოპერაციები, სესხის აღება ან გაცვლითი გარიგებები. ასევე რეკომენდებული არ არის ქორწინება ან ახალი ურთიერთობის წამოწყება.
კარგი დროა ტურიზმისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ასევე მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების გასამყარებლად. ხელსაყრელია კოლექციონერობისთვისაც.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვით სისტემას, მკერდს, კუჭ-ნაწლავს – მათი მკურნალობა დღეს ეფექტურია. თავიდან აიცილეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტები, როგორიცაა თხილი, თაფლი, ნამცხვრები.
ამასთან, სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და კბილების ზონა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა ამ მიმართულებით.
დღის ფერები და მინერალები – დღეს სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად რეკომენდებულია ფირუზი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი და იასპი.
ფერთა შორის პოზიტიურ გავლენას მოახდენს ნაცრისფერი, მწვანე, ყვითელი, კრემისფერი და ლურჯი – ეს ტონები ხელს შეუწყობს შინაგან შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე სასიკეთოა კირჩხიბისა და ქალწულისთვის.შედარებით დაძაბულია ვერძისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის.