1964 წელს, ვინმე ჯეკ გრიფიტს ავტომობილის წარმოების უფლება მოიპოვა. ამ კაცს თავის დროზე სარემონტო სახელოსნო ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საკმაოდ ელიტარული მომხმარებლებისთვის მუშაობდა. ერთ-ერთ ასეთ პიროვნებასთან, კეროლ შელბისთან სადილზე, ჯეკ გრიფიტმა საინტერესო კონცეფცია წარმოადგინა. მან თქვა, რომ შეეძლო ისეთი ავტომობილის აწყობა, რომელიც ეისი კობრას აჯობებდა.
ასე დაიწყო გრიფიტის ისტორია.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დახვეწილი გარეგნობის ავტომობილი, რომელიც აქამდე შექმნილა – ასე ახასიათებდნენ ჯეკ გრიფიტის ნამუშევარს.
თავისი სტილისტური სიმარტივის წყალობით, გრიფიტი სრულიად ამოუცნობი მანქანა იყო. ის აერთიანებდა შთამბეჭდავ შესრულების მანერას, ფასით ხელმისაწვდომობას და პრაქტიკულობას.
ელექტრონული უსაფრთხოების დამხმარე საშუალებების გარეშე გრიფიტი რაც არ უნდა დისკრიმინაციულად ჟღერდეს, მხოლოდ საუკეთესო მძღოლების მანქანა იყო.
V8 ძრავით, უკანა ამძრავი სისტემით და მსუბუქი,მინაბოჭკოვანი კორპუსის წყალობით გრიფიტი წარმოუდგენლად სწრაფად აჩქარებადი მანქანა გახდა.
ბოლო წლებში კი, რა გასაკვირია, ეს ავტომობილი სერიოზულ საკოლექციო მოდელად იქცა. ასეა…. კარგ მდგომარეობაში მყოფი გრიფიტის ღირებულება უკვე ყოველწლიურად იზრდება.