LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადილაკ CelestiQ

104
კადილაკ CelestiQ

რამდენიმე ათეული წელია უკვე, რაც კადილაკი ევროპული, ძვირადღირებული და სახელოვანი ბრენდების ჩრდილში ცხოვრობს. შეიძლება ნარატივის ეს ვერსია საკამათო იყოს, მაგრამ ზოგადი აზრი მაინც ასეთია. კომპანია არ ნებდება, არასდროს დანებებულა და არც აპირებს. ამჯერად მისი უახლესი გეგმაა ელექტრო ფლაგმანი, სედანი – CelestiQ.

ეს ხმაურიანი მოდელი (იმედი ვიქონიოთ რომ მხოლოდ სიახლეში იგულისხმება ხმაური) განსაცვიფრებელია. მსგავსებას Lyriq EV-თან იზიარებს. თვალისმომჭრელი, დინამიური პროპორციები, წარსულის დიზაინის ელემენტები და მაღალტექნოლოგიური სისტემები. ეს ყველაფერი მიზეზია რის გამოც ამერიკული ლუქს ბრენდის მომავალი მიმართულების წარმატებას პროგნოზირებენ.

თურმე სალონი ისეთივე დრამატულია, როგორ ექსტერიერის სტილი. შეიძლება ვთქვათ რომ ტყავის სიკაშკაშე თვალის მომჭრელიც კია. ციფრული დაფა და თაიგულისებრი სავარძლები კიდევ უფრო მეტად მატებს ფუფუნების წონას. რაც ყველაზე მეტად იქცევს მომხმარებლის ყურადღებას, ესაა მყიდველის მიერ შეკვეთით დამზადებული მოდიფიკაცია. ასეთი საინტერესო წარმოების მეთოდი აქვს CelestiQ-ს. თუმცა ვერ ვიტყვით რომ ეს რაღაც განსაკუთრებული სიახლეა, რამდენადაც მსგავსი მეთოდი როლს როისს უკვე დანერგილი აქვს.

არ შეიძლება კადილაკის ბლექვინგი არ გავიხსენოთ, რომელიც ამ ბრენდის თანამედროვე ისტორიის პრეტენზიული სიტყვაა. დიდი ხნის მანძილზე კადილაკი ითვლებოდა ასე ვთქვათ, არაახალგაზრდულ ბრენდად. მაგრამ გასული ათწლეულის მანძილზე მათი ინტერესი გადავიდა ისეთი კომპანიების მიმართ კონკურენციაზე როგორებიცაა BMW, მერსედესი და აუდი.

ამ ცვლილების მწვერვალი Blackwing-ის ბოლო ვერსიები იყო. ავტომობილი (დემოგრაფიულად) ახალგაზრდა მომხმარებლებს მაღალი დონის შესრულებას სთავაზობდა.

ახლა კი კადილაკი ელექტრო მანქანების სამყაროს დაპყრობას აპირებს. შემდეგი თაობის ფლაგმანურ მოდელად პოზიციონირებული Celestiq-ი უახლეს ტექნოლოგიას და შესრულების უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს.

ის კონკურენციას Tesla Roadster-ს, Audi e-tron GT-ს, Mercedes-Benz EQS-ს, Tesla Model X-ს და Porsche Taycan-ს გაუწევს. ავტომობილი, დაახლოებით, 200 000 დოლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები