LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3280
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე ტოვებს კირჩხიბის წყლის სტიქიას და ერთი თვის განმავლობაში გადაინაცვლებს ცეცხლოვანი ლომის ზოდიაქოში. ამ ცვლილებამ შესაძლოა გაააქტიუროს თქვენი ენერგიულობა, მოქმედების უნარი, იუმორი, ცნობისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა და ორგანიზატორული ნიჭი. თუმცა ამავე დროს, იზრდება ზედაპირულობის, ფლირტისადმი მიდრეკილებისა და უყაირათობის ალბათობა, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარი ქცევის გაკონტროლება და სიფრთხილის შენარჩუნება.

დღევანდელი გეომაგნიტური ტენდენციები განსაკუთრებით ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე. ეს შესაძლოა გამოიხატოს თავის ტკივილში, წნევის დისბალანსში, გაღიზიანებაში, უგუნებობასა და სხვა დისკომფორტში. რეკომენდებულია პროფილაქტიკური რეჟიმის დაცვა, დასვენება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტების მიღება.

განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი – 01:00-დან 16:27 საათამდე. ამ მონაკვეთში იზრდება ყურადღების გაფანტვისა და კონცენტრაციის დაკარგვის რისკი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძღოლებისა და ქვეითებისთვის. დღის ტრავმულ-ავარიული ხასიათი სიფრთხილესა და წინდახედულობას მოითხოვს.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოსალოდნელია ილუზიების გაძლიერება, სიცრუე, ზედაპირული ფლირტი და ურთიერთგაგების დროებითი შეფერხება. მიუხედავად ამისა, სასიყვარულო კავშირების კუთხით დღე არ არის უარყოფითად დატვირთული და შეიძლება ახლებური ემოციური იმპულსიც კი მიიღოთ.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია საბანკო ოპერაციებისთვის, მშენებლობის დაგეგმვისთვის და დოკუმენტების მოწესრიგებისთვის. არასასურველია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, პარტნიორული თანამშრომლობა და რემონტის დაწყება.

ჯანმრთელობა – მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ფილტვებს, ბრონქებს, კუჭს და მკერდის ზონას. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. რეკომენდებულია კვების რაციონიდან რძის პროდუქტების, ტკბილ-მჟავე საკვებისა და ალკოჰოლის გამორიცხვა. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მძიმე საგნების აწევას და უჰაერო სივრცეში დიდხანს ყოფნას.

დღის ფერები და მინერალები – კოსმოსური ენერგიების მხარდასაჭერად სასარგებლოა ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი და ლაბრადორიტი. ფერებიდან დადებითად იმოქმედებს ვერცხლისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი. საღამოს საათებში უპირატესობა მიანიჭეთ ცისფერს, იისფერსა და მწვანეს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით დადებითია მშვილდოსნებისა და მერწყულებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის ნიშნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები