LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდაზმული მალტელები ვენეციაში ვირტუალურად „ამოგზაურეს“

107
81434996dac5230151d16d901bfae989b20101e1-1751652314-fab13222-1920x1280

მალტის ქალაქ ფლორიანას მოხუცთა სახლის ბინადრებს შესაძლებლობა მიეცათ, მსოფლიოს გარშემო „ემოგზაურათ“ ისე, რომ თავად დაწესებულებიდან არც კი გასულიყვნენ. სპეციალური პროგრამის წყალობით, რომელიც VR ტექნოლოგიებს იყენებს, მათ შეეძლოთ „გასეირნება“ ვენეციის ქუჩებში, „სტუმრობა“ ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში და კიდევ ბევრი საინტერესო ადგილის მონახულება. სიახლის შესახებ Times of Malta წერს.

პროექტის მიზანია, მარტოობასთან ბრძოლა, ხანდაზმულთა გონებრივი აქტიურობის შენარჩუნება და რეაბილიტაციის პროცესში დახმარება.

პროგრამის დაწყებამდე მოხუცთა სახლის თანამშრომლებმა სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა აღჭურვილობა სწორად გამოეყენებინათ. უახლოეს გეგმებშია ინიციატივის გავრცელება ქვეყნის სხვა სოციალური დაწესებულებებშიც, რაც უფრო მეტ პენსიონერს მისცემს შანსს, „ნახოს მსოფლიო“ ფიზიკური დატვირთვისა და ხანგრძლივი მოგზაურობების გარეშე.

ორგანიზატორების თქმით, ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს რეალურ ადამიანურ ურთიერთობებს, თუმცა შეიძლება გახდეს მისი „მნიშვნელოვანი დამატება“, რაც მოხუცთა სახლის ბინადართა ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები