LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4490
მიხეილ ცაგარელი

მზე კვლავ ლომის აქტიური, ენერგიული და სიყვარულით აღსავსე ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, ხოლო მთვარე გადის ემოციური, მგრძნობიარე და ინტუიციური კირჩხიბის ზოდიაქოს გავლენას. ამ კომბინაციის ზეგავლენა მეტად გამოიკვეთება თითოეული ჩვენგანის ხასიათში დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კირჩხიბების, სასწორების, თხის რქებისა და ვერძების მხრიდან – ამ ნიშნების წარმომადგენელებს დღეს და ხვალ შედარებით დასუსტებული ექნებათ ნერვული სისტემა. რეკომენდებულია სრულფასოვანი ძილი, სტრესისგან თავის არიდება და ემოციური გაწონასწორება, რათა არ გაიზარდოს კონფლიქტებისა და შეცდომების ალბათობა.

დღის რეკომენდაციები – დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი საკითხების მრავალმხრივი შესწავლისთვის. თუმცა, დღეს და ხვალ თავი უნდა აარიდოთ არამოტივირებულ მოქმედებებს, უკონტროლო ემოციის გამოვლენასა და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობას. საბუთებზე ხელმოწერამდე გადაამოწმეთ ინფორმაცია, რადგან ფინანსური შეცდომების ალბათობა მაღალია. მოერიდეთ ადგილსამყოფელის, მათ შორის საცხოვრებელი ბინის ცვლილებას, სესხის აღებასა და დაპირებების მიცემას.

პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელსაყრელია საოჯახო და სანათესაო ურთიერთობებისთვის. ემოციური ფონი ხელს უწყობს გულწრფელ დიალოგსა და ურთიერთგაგებას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია ვაჭრობისთვის, ხალხური შემოქმედების მიმართულებით საქმიანობისთვის, ანტიკვარიატის შესაძენად და ოჯახურ ურთიერთობებში საკითხების მოსაგვარებლად. არასასურველია ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა ან ფინანსური ვალდებულებების აღება.

ჯანმრთელობა – შედარებით სუსტდება კუჭის, მკერდისა და ღვიძლის ზონა. შედეგიანია მუხლის სახსრების, ხერხემლისა და ძვლოვანი სისტემის მკურნალობა. საკვებ რაციონში სასურველია ვაშლის, მსხლის, მოთუშული ბოსტნეულისა და ზღვის პროდუქტების შეტანა. რეკომენდებულია დიეტური კვება.

დღის მინერალები და ფერები – სასურველი მინერალებია ზურმუხტი, აქატი, ოპალი და მარჯანი. ტანსაცმელში უპირატესობა მიეცით ვერცხლისფერ, მწვანე, იისფერ და თეთრ ფერებს – თუნდაც მცირე დეტალებით.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თევზებისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისა და ლომებისთვის – საჭიროებაა ემოციური სიმშვიდისა და ფიზიკური თავშეკავებულობის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები