Tenet-მა მესამე მოდელის გაყიდვების დაწყება გამოაცხადა. ეს არის კროსოვერი T8 – ახალი ბრენდის ყველაზე დიდი მოდელი, რომელიც Chery Tiggo 8 Plus-ის ანალოგი უნდა გახდეს. საოჯახო კროსოვერის ღირებულება, რომელიც ხელმისაწვდომია ორ კომპლექტაციაში, ორ ლიტრიანი ძრავით, 42 990 დოლარიდან დაიწყება.
7 ადგილიანი Tenet T8 მოძრაობაში 2.0-ლიტრიან ტურბირებულ ძრავს მოჰყავს, რომელიც 197 ცხენის ძალას ავითარებს და შვიდსაფეხურიან „რობოტთან“ ერთად მუშაობს. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე კროსოვერი 8,4 წამში აჩქარდება.
T8-ს აქვს ე.წ. „ზამთრის“ პაკეტი – წინა და უკანა ფანჯრების გათბობა, ფარების გასარეცხი სისტემა, გარე სარკეების, საჭისა და სავარძლების გათბობა.
სალონში დამონტაჟებულია 15,6-დიუმიანი ეკრანი მულტიმედიური სისტემისთვის და რვა ხმის გამაძლიერებელი, ხოლო ტემპერატურაზე ორდონიანი კლიმატ-კონტროლი ზრუნავს.



