ჩინეთში Geely Emgrand-ის მეხუთე თაობის სედანი წარმოადგინეს. მიმდინარე წლის ივნისში, პრემიერიდან დაახლოებით 15 წლის შემდეგ ავტომობილის მეოთხედი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ახალი თაობის მიღებისას სედანი გაიზარდა, მიიღო ევოლუციური ცვლილებები გარეგნობაში, უფრო ტექნოლოგიური სალონი და მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი ძრავა.
ახალი Geely Emgrand-ის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შეადგენს შესაბამისად 4815, 1885 და 1480 მილიმეტრს. შედარებისთვის, მეოთხე თაობის სედანის განზომილებები – 4638, 1820 და 1460 მილიმეტრია. გაიზარდა ასევე საბურავთა ბაზა: ახალი Emgrand-ის ღერძებს შორის მანძილი 105 მილიმეტრით მეტია.
ახალ მოდელს ადვილად ამოიცნობთ მართკუთხა რადიატორის ბადით, უფრო გამოკვეთილი ხაზებით და ვიწრო ოპტიკით. შიგნით – გაზრდილი (14,6 ინჩი) მულტიმედიური ეკრანია, რომელიც სურვილის შესაბამისად შესაძლებელია გადაადგილდეს. ცენტრალურ პანელზე განთავსებულია უსადენო სმარტფონის დასამუხტი მოწყობილობა 50 ვატ სიმძლავრით და განახლებილი დიზაინის გადაცემათა კოლოფი.
1,5 ლიტრიანი ტურბო ძრავი 178 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებისთვის, 1,5 ლიტრიანი აგრეგატი ჩინეთში მხოლოდ 119 ცხენის ძალას ქმნის. ახალი თაობის სედანის მაქსიმალური სიჩქარე 200 კილომეტრი საათში იქნება.