LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ChatGPT–ს დახმარებით $150,000 მოიგო და ამ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს

112
ქალმა ChatGPT–ს დახმარებით $150,000 მოიგო და ამ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს

ამერიკელმა კერი ედვარდსმა ლატარიაში $150,000 მოიგო და განაცხადა, რომ სრულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.

New York Post-ის ინფორმაციით, გამარჯვებულმა Powerball-ის ბილეთის ნომრები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეარჩია. ნეიროქსელმაც კომბინაცია შემთხვევითობის პრინციპით უკარნახა. თავდაპირველად მოგება $50,000 უნდა ყოფილიყო, თუმცა Power Play-ის ფუნქციის დამატებით თანხა სამჯერ გაიზარდა და $150,000 შეადგინა.

„ვუთხარი ChatGPT–ს, ციფრები მომეცი… და აი, ესეც შედეგი“, – იხსენებს ედვარდსი. გამარჯვების შესახებ შეტყობინება ტელეფონზე რომ მიიღო, თავიდან ეგონა, რომ ეს ხუმრობა ან თაღლითობა იყო.

ქალის გადაწყვეტილებით მოგებული თანხა სამ ორგანიზაციას გადაერიცხება:

Association for Frontotemporal Degeneration – რადგან ედვარდსის მეუღლე 2024 წელს სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალა.

Shalom Farms – ორგანიზაცია, რომელიც სიღარიბის წინააღმდეგ იბრძვის.

Navy–Marine Corps Relief Society – სამხედრო პირებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი ორგანიზაცია.

„როდესაც ეს მოულოდნელი სასწაული მოხდა, მაშინვე ვიცოდი, რომ ყველაფერს სიკეთისთვის დავხარჯავდი. მინდა, ეს მაგალითი იყოს – როცა იღბალი გწყალობს, შეგიძლია სხვებსაც დაეხმარო,“ – განაცხადა ედვარდსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები