LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარანოია

104
პარანოია

პარანოია არის დაავადება, რომელშიც ძველად ერთიანდებოდა სხვადასხვა ბოდვითი აშლილობები. XIX საუკუნეში მოხდა პარანოიის ცალკე დაავადებად გამოყოფა, რომლის გამოვლინებებს წარმოადგენდა დევნის, განდიდების ან სხვა შინაარსის ბოდვითი იდეები ჰალუცინაციების გარეშე. მკვლევრები პარანოიას ენდოგენურ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებენ.

პარანოია ვითარდება თანდათანობით. თანდათან ხდება რეალური სიტუაციების გადამეტებული, ზეღირებულოვანი შეფასება. დროთა განმავლობაში ყალიბდება სისტემური ბოდვითი იდეები. ამ იდეების დასამტკიცებლად ავადმყოფები აყალიბებენ ლოგიკურ სისტემებს და ეყრდნობიან მოგონებებს, რომლებსაც არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ბოდვითი იდეების მიღმა ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან. ადეკვატურად იქცევიან გარემოში. არსებობს რამდენიმე სახის პარანოია: ექსპანსიური პარანოია ერთიანდება მომჩივნელობის, გამომგონებლობის, სამართლიანობის მაძიებლობის ბოდვები და სხვა. სენსიტიური პარანოია – განპირობებულია სოციალური ადაპტაციის გაძნელებით, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდის ბოდვაში გადაზრდით. ცხოვრებისეული იმედგაცრუების, დანაკარგების მოჭარბება იწვევს დევნის პარანოიალური იდეების განვითარებას.

სურვილების პარანოია არის ბოდვა, რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია რომ იგი უყვარს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას და ყველაფერში ხედავს ამ პიროვნების გრძნობების გამოხატვას. პარანოია, როგორც წესი, პრაქტიკულად განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობით შესაძლოა მოხდეს სიმპტომატიკის გარკვეული შერბილება. მედიკამენტურ მკურნალობაში იყენებენ ნეიროლეპტიკებსა და ტრანკვილიზატორებს.მათთან ერთად აუცილებელია ფსიქოთერაპიის გამოყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები