ჩინეთი ელექტრომობილებს სტრატეგიული სამრეწველო დარგების სიიდან გამორიცხავს.
ელექტრომობილების მწარმოებლებმა შეიძლება სახელმწიფო სუბსიდიები დაკარგონ- ხელისუფლება მათ ახალ სტრატეგიულ გეგმაში აღარ მოიაზრებს.
ჩინეთმა 2026-2030 წლების განვითარების ხუთწლიანი გეგმიდან გამორიცხა ელექტრომობილების წარმოება, – იუწყება Reuters დოკუმენტზე დაყრდნობით.
გადაწყვეტილების მიზეზად ბაზარზე არსებული მეტისმეტად დიდი მიწოდება სახელდება.
ამის გამო, ელექტრომობილების მწარმოებლებს შესაძლოა სახელმწიფო სუბსიდიების დაკარგვა დაემუქროთ.
ახალი გეგმის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:
- კვანტური ტექნოლოგიები
- ბიოწარმოება
- წყალბადზე დაფუძნებული ენერგეტიკა
- ბირთვული სინთეზი
ბოლო წლებში ჩინეთის ავტობაზარი გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი, თუმცა ელექტრომობილების სექტორი ზედმეტი წარმოების, მკვეთრი კონკურენციის და ფასების ომების გამო სერიოზულ სირთულეებს აწყდება.
გარდა ამისა, ექსპორტის მიმართულებითაც პრობლემებია – ჩინური EV-ები დასავლურ ბაზრებზე ხშირად ხვდებიან მაღალი საბაჟო გადასახადების ქვეშ, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში.
ელექტრომობილებისადმი ინტერესი ჩინეთში კვლავ მაღალია, თუმცა ხელისუფლება ახლა ცდილობს მეტი ყურადღება დაუთმოს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს, რაც მომავალში ეკონომიკის ახალი სტრატეგიული მიმართულებები იქნება.