LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ავტომობილები 2026 წლამდე ვერ მიაღწევენ – რომელი მოდელები ტოვებენ სცენას (ნაწილი II)

106
ეს ავტომობილები 2026 წლამდე ვერ მიაღწევენ - რომელი მოდელები ტოვებენ სცენას

მსოფლიო ავტომწარმოებლები აქტიურად ცვლიან მოდელურ ხაზებს, ელექტრომობილებსა და SUV-ებზე აკეთებენ აქცენტს და ბენზინის ძველი მოდელები ეტაპობრივად გაჰყავთ ბაზრიდან. თვალი გადავავლოთ მოდელებს, რომლებიც მალე ისტორიის ნაწილი გახდება.

Infiniti

Infiniti QX50 და QX55

QX50-ის წარმოება ოფიციალურად სრულდება, ხოლო მის ადგილს  უფრო დიდი QX60 დაიკავებს.

კუპეს დიზაინის განახლების მცდელობა წარმატებული ვერ აღმოჩნდა, ამიტომ ბაზრიდან ორივე მოდელი გაქრება.

Kia

Kia Soul

მცირე ზომის SUV, რომელიც 2009 წელს გამოვიდა, 2026 წელს თავის გზას დაასრულებს.

Soul იყო Kia-ს ერთ-ერთი ყველაზე იაფი SUV, მაგრამ ახლა მის ადგილს Seltos და K4 დაიკავებენ.

Mercedes-Benz

Mercedes-Benz EQB

ელექტრო EQB, რომელიც 2021 წელს გამოჩნდა, 2026 წელს გაქრება, მიზეზი აშშ-ში ძალიან დაბალი გაყიდვებია.

GLC Coupe და GLE Coupe

ორივე კუპე-სახეობა შესაძლოა ერთ მოდელად გაერთიანდეს. ამჟამად კომპანიაში 2025 წლის ბოლოსთვის  GLC Coupe-ისა და GLE Coupe-ის შეჩერებას განიხილავენ.

Lexus

Lexus LC500h

მთავარი LC500 (V8, 471 ცხ.ძ) კონვეირზე რჩება, მაგრამ მისი ჰიბრიდული ვერსია LC500h (3.5 ლ V6 + 2 ელექტროძრავი, 354 ცხ.ძ) 2026 წლიდან გაქრება.

Lexus RC და RC F

RC და მისი სპორტული ვერსია RC F ათწლეულის განმავლობაში ჰიტი ვერ გახდა. 2026 წლიდან ორივე მოდელი მოიხსნება წარმოებიდან. შედეგად, LC  ბრენდის ერთადერთ კლასიკურ კუპედ დარჩება.

Porsche

Porsche 718 Boxster და 718 Cayman

2024 წელს სტაბილური გაყიდვების მიუხედავად, ორივე მოდელის ბენზინის ეპოქა მთავრდება.

მომდევნო თაობა ელექტროძრავზე გადავა – უკვე მუშავდება Cayman EV, რომლის ბატარეაც ტრადიციულად ცენტრალურ განლაგებას შეინარჩუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები