ექსპერტებმა 2025 წლის ყველაზე პრობლემური ავტომობილების ანტირეიტინგი წარმოადგინეს. ჟურნალმა What Car? და სადაზღვევო კომპანიამ MotorEasy ჩაატარეს გამოკითხვა და შეადგინეს ყველაზე ნაკლებად საიმედო ბრენდების სია.
MG
მფლობელთა 28%-მა აღნიშნა პრობლემები, უმეტესად ელექტრონულ ნაწილებში.
56%-ს მანქანის შეკეთება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გაუგრძელდა.

Nissan
სიაში მოხვდნენ Juke და ელექტროქარი Ariya.
მეპატრონეები ჩივიან ძვირადღირებულ და ხანგრძლივ სარემონტო სამუშაოებზე.

Jaguar
მფლობელთა 28% გაუმართაობაზე ჩივის.
ხშირია პრობლემები ელექტროძრავებთან და ბატარეებთან დაკავშირებით.
ყველაზე ხშირად პრობლემური მოდელია I-Pace.

Land Rover
პრობლემურია Discovery და Discovery Sport.
შეკეთება ჩვეულებრივ ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.
ზოგჯერ სამუშაოების ღირებულება £1,500-ს აღწევს.

Ford
მძღოლების 26%-ს ჰქონდა სირთულეები, განსაკუთრებით Focus და Kuga Hybrid მოდელებთან.
მანქანების 70%-მა სერვისამდე მისვლა ევაკუატორის დახმარების გარეშე ვერ შეძლო.
შემთხვევათა 37%-ში შეკეთებას კვირაზე მეტი ხანი დასჭირდა.

Volkswagen
ყველაზე ხშირად ელექტრო მოდელები ID.3 და ID.4 ზიანდება.
ზოგჯერ შეკეთების ფასი £1,500-ს აღწევს.

Audi
ანტირეიტინგში მოხვდა Audi Q7, როგორც 2025 წელს ყველაზე პრობლემური შვიდ ადგილიანი კროსოვერია.
ასევე პრობლემურია E-tron.
მფლობელები ჩივიან გაჭიანურებულ შეკეთებაზე (ხშირად ერთ კვირაზე მეტი).

Mercedes-Benz
ყველაზე სუსტი პოზიციები აქვს ახალ C-Class-ს, ასევე GLE-ს.
დადებითი მხარეა – საგარანტიო უფასო შეკეთება და სწრაფი მომსახურება (ხშირად 1 დღეში).

Volvo
პრობლემური მოდელები: V60 და V90.
ხშირია ელექტრონული სისტემების მწყობრიდან გამოსვლა.
დადებითი ნაწილი – სწრაფი შეკეთება, ერთ დღეზე ნაკლებ დროში.

Tesla Model Y
საიმედოობის ქულა: 69/100
მომხმარებლები ჩივიან დაბალ ხარისხზე, ინტერიერის მასალებზე და მართვის პრობლემებზე.

Rivian R1T
საიმედოობის ქულა: 69/100
მიუხედავად იმისა, რომ „სამუშაო მანქანად“ ითვლება, მას მჭიდრო სალონი და მოძველებული მულტიმედიური სისტემა აქვს.

Lincoln Nautilus
საიმედოობის ქულა: 69/100
პლუსები: ლამაზი დიზაინი და კომფორტული სალონი.
მინუსები: ხმაურიანი ძრავი, სუსტი მუხრუჭი და მწყობრიდან ხშირად გამოსვლის რისკები.
2025 წელს ყველაზე ნაკლებად საიმედოდ აღიარეს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა – MG, Nissan, Jaguar, Land Rover, Ford, Volkswagen, Audi, Mercedes-Benz და Volvo.
