LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ყველაზე არასანდო ავტომობილები – ნაწილი II

106
2025 წლის ყველაზე არასანდო ავტომობილები - ნაწილი II

ექსპერტებმა 2025 წლის ყველაზე პრობლემური ავტომობილების ანტირეიტინგი წარმოადგინეს. ჟურნალმა What Car? და სადაზღვევო კომპანიამ MotorEasy ჩაატარეს გამოკითხვა და შეადგინეს ყველაზე ნაკლებად საიმედო ბრენდების სია.

Audi Q7

სანდოობის შეფასება: 68/100

ეს შვიდადგილიანი კროსოვერი მესამე რიგში აშკარად განიცდის სივრცის ნაკლებობას – კომფორტულად მხოლოდ ბავშვები შეძლებენ მოთავსებას. ასევე, მანქანას  ბარგის განყოფილებაc მცირე აქვს. ამას ემატება ელექტრონიკის პრობლემებიც.

Audi Q4 e-tron

სანდოობის შეფასება: 67/100

ანტირეიტინგში მოხვდა ელექტრო კროსოვერიც – Audi Q4 e-tron. სპეციალისტების თქმით, მისი მინუსებია კონკურენტებთან შედარებით მცირე სვლის მარაგი, იაფფასიანი პლასტმასა სალონში და შეზღუდული ფუნქციონალი.

Volvo V60

სანდოობის შეფასება: 67/100

Volvo V60 ამერიკულ გზებზე ყველაზე არასანდო „უნივერსალად“ აღიარეს. გარდა ამისა, მანქანას ძალიან მოუხერხებელი მულტიმედიური სისტემა აღმოაჩნდა.

Dodge Hornet

სანდოობის შეფასება: 66/100

გარდა სახელოსნიში ხშირი ვიზიტებისა, Dodge Hornet-ის მფლობელებს უწევთ შეეგუონ ძალიან ვიწრო სალონს, ბარგის მცირე განყოფილებას და იაფფასიან პლასტმასას ინტერიერში.

Mazda CX-90

სანდოობის შეფასება: 65/100

ელექტრონიკის სიჭარბის გამო იაპონური კროსოვერი Mazda CX-90 შეიძლება სერვისცენტრების ხშირ სტუმრად იქცეს. ასევე, მფლობელები ჩივიან ძალიან ვიწრო

მესამე რიგზე. ამასთან, CX-90-ის ბარგის განყოფილება კონკურენტებზე პატარაა, ხოლო სავალი ნაწილი – ზედმეტად მყარი.

Polestar 2

სანდოობის შეფასება: 65/100

შვედურ ჩინური ელექტრო ლიფტბეკი Polestar 2 ვერ დაიკვეხნის ისეთი სვლის მარაგით, როგორც მისი მრავალი კონკურენტი. გარდა ამისა, მფლობელები წუხან მართვის თავისებურებაზე, რომლის შესაგუებლადაც დროა საჭირო.

BMW X1

სანდოობის შეფასება: 63/100

ბევრი მძღოლისთვის BMW X1-ის ანტირეიტინგში მოხვედრა შესაძლოა მოულოდნელი იყოს. თუმცა კვლევის ავტორების თქმით, „ბავარიელებს“ ხშირად აქვთ პრობლემები დროსელის სარქველთან – რის გამოც ძრავის ბრუნვები არასტაბილურია და დაბალ ბრუნვებზე ძალა სუსტია. ასევე, ბევრი მფლობელი უკმაყოფილოა საინფორმაციო-გასართობი სისტემის მუშაობითაც.

Cadillac Lyriq

სანდოობის შეფასება: 53/100

კვლევის „აუტსაიდერი“ გახდა პრემიუმ კლასის ამერიკული კროსოვერი Cadillac Lyriq – ფაქტობრივად, დადასტურდა მოსაზრება, რომ რაც უფრო „ტექნოლოგიურად დატვირთულია“ მანქანა, მით უფრო ხშირად ხვდება ის სერვისში. მფლობელები ასევე ხშირად უჩივიან მოუხერხებელ საინფორმაციო-გასართობ სისტემას.

2025 წელს ყველაზე ნაკლებად საიმედოდ აღიარეს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა – MG, Nissan, Jaguar, Land Rover, Ford, Volkswagen, Audi, Mercedes-Benz და Volvo.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები