LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Japan Mobility Show 2025 – ტოკიოს ავტოსალონის მთავარი პრემიერები (ნაწილი I)

106
Japan Mobility Show 2025 - ტოკიოს ავტოსალონის მთავარი პრემიერები (ნაწილი I)

უცხოურმა ბრენდებმა სიახლეების ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს – გამოფენაზე წარმოდგენილია პოპულარული მოდელების ახალი თაობები და გამბედავი კონცეპტები.

Mazda

Mazda Vision X-Coupe

Mazda-ს სტენდზე სტუმრებს ორი კონცეპტუალური მოდელი დახვდათ. პირველი მათგანია Mazda Vision X-Coupe – დიდი ზომის ჰიბრიდი, რომელიც აერთიანებს კლასიკური კუპეს ელეგანტურობასა და 510 ცხენის ძალიან სიმძლავრეს. მას აქვს უფრო მძლავრი ძრავი, რომელიც ელექტროძრავებთან ერთად მუშაობს.

კომპანია განაგრძობს სინთეზური საწვავის თემის განვითარებას და ვარაუდობს, რომ Vision X-Coupe შეძლებს წყალმცენარეებისგან წარმოებული ნახშირბად-ნეიტრალური საწვავის გამოყენებას.

მეორე პროტოტიპი – Mazda Vision X-Compact – სრულიად განსხვავებულ განწყობას ქმნის და გვიჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს შემდეგი თაობის Mazda 2. მისი დებიუტი მომავალ წელს არის დაგეგმილი.

Mazda ადასტურებს, რომ მანქანა აღჭურვილი იქნება ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით, რომელიც მძღოლს გზაზე დაეხმარება.

Honda

Honda-ს ერთ-ერთი მთავარი დებიუტი გახდა Super-N – ახლახან წარმოდგენილი ელექტრომობილის დინამიკური ვერსია.

გარდა ამისა, ყურადღება მიიპყრო სრულად ელექტრო ჯიპმა Honda 0 Alpha. ის უფრო კომპაქტურია, ვიდრე ბრენდის სხვა ახალი „ნულოვანი“ სერიის მოდელები; სედანები და SUV-ები, რომლებიც ადრე იყო ნაჩვენები.

როდესაც Honda 0 Alpha გაყიდვაში გამოვა, მისი მთავარი კონკურენტები გახდებიან Skoda Elroq და Kia EV3.

Subaru

Subaru-მ, მათთვის ვინც ნოსტალგიით იხსენებს იმ დროს, როცა კომპანია მსოფლიო რალის სცენას დომინირებდა, ორი STI კონცეპტი წარმოადგინა.

პირველი – Subaru Performance E-STI – ეს არის ბრენდის სპორტული მემკვიდრეობის ელექტრო ეპოქაში გადატანის ამბიციური მცდელობა.

ოქროსფერი დისკები, დიდი სპოილერი და ფასტბეკის სტილის კორპუსი მიანიშნებს კლასიკურ STI მოდელებზე, თუმცა ახლა ეს ყველაფერი  ელექტრონულ სისტემასთან ერთიანდება.

ვარაუდობენ, რომ E-STI კონკურენციას გაუწევს Tesla Model 3 Performance-სა და Hyundai Ioniq 5 N-ს.

ვინც ბენზინის ძრავების ერთგულია, მათთვის Subaru-მ Performance B-STI – კონცეპტი მოამზადა, რომელიც Impreza-ს ჰეჩბეკის ბაზაზეა აგებულია და  ყველა კლასიკური Subaru-ს ნიშანს ატარებს.

გამოფენის ნაწილში წარმოდგენილია აგრეთვე ელექტრო უნივერსალი E-Outback, რომელიც Toyota bZ4X Touring პლატფორმაზეა შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები