გეომაგნიტური დღეა, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი პრეპარატი.
ცის კაბადონზე დღეს საინტერესო ასტროლოგიური მოვლენაა – გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური დღეიდან 12 დეკემბრამდე გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ამ ზეგავლენის შედეგად ადამიანებში მეტად განვითარდება ისეთი თვისებები, როგორებიცაა ინტუიცია, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, ნებისყოფა და მებრძოლი სულისკვეთება. ამასთანავე, შესაძლოა გაძლიერდეს უარყოფითი ტენდენციებიც – სარკასტული გამოთქმებისადმი მიდრეკილება, ეჭვიანობა, გადამეტებული პირდაპირობა და სიჯიუტე. სასურველია, დადებითი თვისებები მაქსიმალურად გამოიყენოთ, ხოლო ნეგატიურს კონტროლი დაუწესოთ, რათა არ გახდეს კონფლიქტების მიზეზი.
დღის რეკომენდაცია – დღეს გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მგზავრობასა და ავიამოგზაურობას. დღე კოსმიური სიყვარულისა და სიბრძნის ენერგიით არის დატვირთული.
პარტნიორული ურთიერთობები – მოიმატებს ვნების, ეჭვიანობისა და წყენის ტენდენციები. ეცადეთ, არ მიეცეთ ემოციებს და გააკონტროლოთ ურთიერთობებში დაძაბულობა.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღევანდელი დღე ხელს უწყობს გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და ავეჯის რეკონსტრუქციას. მოერიდეთ ახალი სამსახურის დაწყებას, ახალი თანამშრომლების მიღებას, მოგზაურობასა და ადგილსამყოფელის შეცვლას. ასევე არ არის სასურველი სესხის აღება. დღე ხელსაყრელია თვითშემეცნებისთვის, საკუთარი კომპეტენციის გამოვლენისთვის და ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისათვის.
ჯანმრთელობა – ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინული სისტემისა და სწორი ნაწლავის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა, რის გამოც ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ რენტგენოლოგიურ და სხივურ თერაპიას, მეტი იმოძრავეთ დღის განმავლობაში.
დღის მინერალები და ფერები – ოპალი, თოფაზი, მარჯანი და იასპი მოიზიდავს თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან კი წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით ჩაივლის.