„დარსუნ ფოტოგრაფი“ სოციალურ ქსელში გვიზიარებს ვიდეოს, რომელიც ქორწილშია გადაღებული.
„ეს სიმღერა არაა… ეს სიყვარულია, რომელიც ხმად იქცა. სიძის სიმღერამ მთელი 700-კაციანი ქორწილი ფეხზე ააყენა და ყველა მღეროდა. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება…“, წერს ფოტოგრაფი.