LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლის Jeep Recon – როგორია პირველი შთაბეჭდილება

107
2026 წლის Jeep Recon - როგორია პირველი შთაბეჭდილება

Jeep-მა საბოლოოდ წარმოადგინა თავისი პირველი ელექტრო პიკაპი – Recon. მოდელი დაფუძნებულია STLA-Large პლატფორმაზე და როგორც შემქმნელები ამბობენ, წარმოუდგენელ შესაძლებლობებს აერთიანებს.

Recon-ის ყველაზე “ძლიერი” ვერსია არის Moab, რომელსაც ორი ელექტრო ძრავა და 650 ცხენის ძალა აქვს.

Selec‑Terrain მართვის რეჟიმები მოიცავენ: Auto, Sport, Sand, Mud / Snow და სპეციალურ Rock რეჟიმს, რაც Moab-ს საშუალებას აძლევს კლდეებზე გადაადგილდეს.

Recon-ის ელემენტი 100.5 კილოვატიანია, რაც 230 მილის გავლის შესაძლებლობას ნიშნავს.

ავტომობილს სწრაფი დამუხტვის პორტიც აქვს და ელემენტი 5%-დან 80%-მდე ზუსტად 28 წუთში ივსება.

Recon-ის ტარება ორივე გზა – ქალაქშიც და უგზოობაშიც არის შესაძლებელი.

სიახლის სერიული წარმოება 2026 წლის დასაწყისში, ტოლუკაში, მექსიკაში დაიწყება.

საბაზისო მოდელის ღირებულება  $66,995-დან იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები