საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ სტოკჰოლმის ინსტიტუტის ასაკობრივი ცვლილებების კვლევის ცენტრის ნეირობიოლოგებიც, აღმოაჩინა, რომ ცუდი ძილი ტვინის დაბერების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს. შედეგი შეიძლება იყოს ადრეული დემენცია, კოგნიტიური უნარების გაუარესება და შესაძლოა – ნაადრევი სიკვდილიც.
საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა უძილობა, ნაკლები ძილი, ხვრინვა და დღის განმავლობაში გამოხატული უძილობა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს და ეს პროცესი სულაც არაა დროის ფუჭი ხარჯვა; ძილი ორგანიზმის აღდგენის მნიშვნელოვანი მექანიზმია. თუ ეს მექანიზმი დარღვეულ რეჟიმში მუშაობს, ტვინი გაცილებით „ბერდება“ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც პრობლემების გარეშე იძინებენ.
რას ნიშნავს ტვინის ნაადრევად დაბერება? ქრონოლოგიურად ყველა ერთნაირი სიჩქარით ვბერდებით, თუმცა ბიოლოგიური ასაკი – ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება უფრო სწრაფად ან უფრო ნელა იცვლებოდეს.
კვლევის მიხედვით, ძილის პრობლემების მქონე ადამიანებში ტვინი ყოველ ექვს თვეში ერთი წლით უფრო ბერდება იმ ხალხთან შედარებით, ვისაც მსგავსი სირთულეები არ აქვს. რაც უფრო ხანგრძლივია უძილობა, ნაკლები ძილი ან ხვრინვა – მით უფრო სწრაფად იცვლება ტვინის ბიოლოგიური ასაკი.
კარგი ამბავია ის, რომ ადრეული კოგნიტიური დაქვეითებისა და დემენციის თავიდან აცილება მაინც შეიძლება. ამისთვის საჭიროა ძილის რეჟიმის შეცვლა:
- გაღვიძების და დაძინების რეგულარული გრაფიკი;
- საღამოს კოფეინისა და ალკოჰოლის მინიმუმამდე დაყვანა;
- ძილის წინ ერთი საათით ადრე ტელეფონებისა და ტაბლეტების გარეშე ყოფნა;
- მშვიდ, ბნელ და კომფორტულ გარემოში ძილი.