LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაკოვანმა ქალი დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე „გაიღვიძა“ – უცნაური შემთხვევა ტაილანდში

110
c1_3143273_251124124619_1200

ტაილანდის ერთ-ერთ პროვინციაში 65 წლის ქალი სასახლეში „გაცოცხლდა“, თანაც კრემაციამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. ამის შესახებ Bangkok Post წერს.

ქალი ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებდა. როდესაც ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ ის გარდაიცვალა, მათ გადაწყვიტეს, რომ კრემაცია ტაძარში ჩაეტარებინათ. დოკუმენტებზე ხელი მოაწერეს და სხეული დასაწვავად წაიღეს.

თუმცა ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტაძრის მსახურებმა სასახლე გახსნეს და შეშფოთებულებმა შენიშნეს, რომ ქალი მოძრაობდა – ის ცოცხალი იყო. კრემაცია მაშინვე შეაჩერეს და ქალი სასწრაფოდ  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმებმა დაადგინეს, რომ მას არც გულის პრობლემები და არც სუნთქვის უკმარისობა ჰქონია. ქალი გარდაცვლილად შემთხვევით გამოაცხადეს, რადგან შაქრის დონე ორგანიზმში კრიტიკულად დაბალი იყო.

ამჟამად ტაილანდელი კვლავ საავადმყოფოშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები