LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუვრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ბილეთებს აძვირებს 

110
19int-louvre-whzg-superJumbo

14 იანვრიდან, ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები ლუვრის სანახავად 45%-ით უფრო მეტს გადაიხდიან. NYTimes-ის ინფორმაციით, ეს თანხა მუზეუმის მასშტაბური განახლების პროექტის დასაფინანსებლად დაიხარჯება.

ლუვრის მინის პირამიდასთან ტურისტების რიგები კვლავ გრძელია, თუმცა ახლა მუზეუმში მოხვედრა უცხოელებისთვის კიდევ უფრო ძვირი გახდება.

ლუვრის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან და ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის ბილეთის ფასი 22 ევროს ნაცვლად 32 ევრო გახდეს.

ეს ცვლილება შეეხება ამერიკის მოქალაქეებს, ბრიტანელებს, ქართველებს და სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც აღნიშნულ ზონაში არ შედიან.

მუზეუმის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ცვლილება ძალაში  2025 წლის 14 იანვრიდან შევა.

რატომ მოიმატა ფასმა?

ლუვრი ჯერ კიდევ ებრძვის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს.

ოქტომბერში მძარცველები ერთ-ერთ დარბაზში შეიჭრნენ და დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაული მოიპარეს, რამაც მუზეუმის უსაფრთხოების პრობლემები კარგად წარმოაჩინა.

სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ მუზეუმის განახლების გეგმა წარადგინეს.

“Louvre -New Renaissance”, რომელიც მოიცავს:

მონა ლიზას გადატანას ახალ, უფრო დიდ სივრცეში;

უსაფრთხოების სისტემის სრულად გადახედვას;

შენობის ასობით ოთახის რემონტს (გაფუჭებული სახურავები, გამათბობლების გაუმართაობა და ა.შ.)

პროექტის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 1.1 მილიარდ ევროს შეადგენს.

ბილეთების ფასის ზრდა კი წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ევროს მოგებას ნიშნავს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები