Genesis-ის ყველაზე მდიდრული კროსოვერის, სავარაუდოდ ინდექსით GV90, ვიზუალი ცნობილია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ერთ კადრში ჩანს Genesis-ის ყველა კროსოვერის ხაზი და მასში ორი მოდიფიკაციითაა წარმოდგენილი ფლაგმანი. ასევე ცნობილია, რომ კომპანიამ ევროპაში დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი Neolun – ეს ადრე კონცეფტის სახელწოდება იყო, ახლა კი შესაძლოა სერიულ მოდელებზეც გამოიყენონ.
კიდეში მდგომი ორი Genesis GV90 თითქმის იდენტურად გამოიყურება, განსხვავება მხოლოდ საბურავების დისკების დიზაინშია. კროსოვერები აშკარად უფრო დიდია, ვიდრე სხვა მოდელები, ამიტომ დიდი ალბათობით GV90-ს ექნება სალონის სამ რიგიანი განლაგების ვერსიაც.
ერთ-ერთი GV90-ის დისკები ზუსტად იმავე დიზაინს იმეორებს, რაც გამოყენებული იყო შარშანდელი Neolun-ის კონცეფტზე. კროსოვერი მიიღებს განსაკუთრებულად მდიდრულ ტოპ კომპლექტაციასაც, რომელსაც კონცეპტის სახელი დაერქმევა. გარდა ამისა, ასეთ ვერსიას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი უკანა სავარძელი და კარები „ფრანგულად“ გახსნის მექანიზმით – ცენტრალური ბოძის გარეშე. სატესტო GV90 მსგავსი კარებით უკვე შეამჩნიეს პაპარაცებმაც.
ვინაიდან ბრენდი უკვე ამზადებს Neolun-ის სავაჭრო ნიშანს, ძალიან მაღალი ალბათობით Genesis აპირებს იგი გამოიყენოს სხვა სერიული მოდელების ყველაზე მდიდრული ვერსიებისთვისაც. ამით Neolun შეიძლება გადაიქცეს Mercedes-Benz-ის Maybach ხაზის კონკურენტად.
ერთ-ერთი ვერსიით, Genesis GV90 ბაზარზე გამოვა როგორც „სუფთა“ ელექტრომობილი და მიიღებს ელექტროძრავებს Ioniq 9-ისა და Kia EV9-ისგან. სხვა მოსაზრების მიხედვით, კროსოვერს დაუმონტაჟებენ G90 სედანის შიდა წვის ძრავას, რომელსაც ჰიბრიდული დანადგარის საფუძვლად გამოიყენებენ – მსგავსი სისტემების შესახებ კომპანიამ ამ ზაფხულს უკვე გააჟღერა ინფორმაცია.