დასახელდა იმ კერძების სია, რომლებიც კრიტიკოსებმა და დეგუსტატორებმა მსოფლიოში ყველაზე საზიზღრად მიიჩნიეს. 100 კერძისგან შემდგარი ანტირეიტინგი სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამზარეულოსადმი მიძღვნილმა გასტრონომიულმა გზამკვლევმა TasteAtlas-მა გამოაქვეყნა.
რეიტინგის სათავეში მოხვდა ისლანდიური დელიკატესი სვიდი – ცხვრის თავის ნახევარი, რომელსაც ჯერ ცეცხლზე ატრიალებენ ბეწვის მოსაშორებლად, შემდეგ ხარშავენ და ბოლოკისა და კარტოფილის პიურესთან ერთად მიირთმევენ. მეორე ადგილზეა კიდევ ერთი სკანდინავიური კერძი – ტორამატური, რომელიც წარმოადგენს ფერმენტირებული ზვიგენის, შებოლილი ცხვრის ხორცისა და ძეხვების მიქსს.

მესამე ადგილი დაიკავა ესპანურმა კერძმა – ნავარიული წესით შემწვარმა კალმახმა, რომელსაც ლიმონის წვენთან და შემწვარ ხამონთან ერთად მიირთმევენ. მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა ტრადიციული ბრიტანული კერძი კოკნი – ჟელეში ჩადებული გველთევზა (ანგვილი). მეოთხე და მეექვსე ადგილები სკანდინავიურმა კერძებმა დაიკავეს, რომლებიც ღორისა და ირმის სისხლისგან მზადდება: პელმენები ბლოდპალტი და ბლინები ბლოდპლატერი.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ჩილეს კარტოფილის მილკაო და ჩაპალელე, ტაილანდური შემწვარი აბრეშუმის ჭიები, ასევე ბერძნული სალათი არტიშოკით.
რეიტინგში ასევე ფიგურირებს ნორვეგიული კერძი ლიუტეფისკი – ტუტეში (ტუტე ხსნარში) დამუშავებული გამხმარი ვირთევზა, რომელიც დაძველების პროცესში ჟელესმაგვარ კონსისტენციას და მძაფრ სუნს იძენს, ასევე ფილიპინური დელიკატესი ბალუტი – მოხარშული იხვის კვერცხი თითქმის სრულად ჩამოყალიბებული ემბრიონით.