LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ავტომობილები ყინულით დაფარულ ორმოში გამოცადეს

123
orig


YouTube არხზე Discover China Auto გამოქვეყნდა სანახაობრივი ვიდეო, სადაც სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს უჩვეულო გამოცდა ჩაუტარეს – მათ ღრმა და მთლიანად გაყინული ორმოდან უნდა დაეღწიათ თავი. ვიდეო დაახლოებით 12 წუთს გრძელდება და უფრო შოუს ფორმატს ატარებს, ვიდრე კლასიკურ ტექნიკურ ტესტს, რადგან მონაწილე მანქანების საბურავების მოდელები და მდგომარეობა არ არის დაზუსტებული.

გამოცდაში მონაწილეობა მიიღეს როგორც კლასიკურმა მძიმე ჯიპებმა, ასევე კროსოვერებმა და მსუბუქმა ავტომობილმაც. ყინულოვან ორმოში სცადეს ბედი Mercedes-AMG G 63-მა, Jeep Wrangler-მა, Ford F-150 Raptor-მა, Nissan Patrol-მა, Tank 400-მა, ასევე Audi Q7-მა და Denza N9-მა. მათ გვერდით გამოცდაზე გამოჩნდა სპორტული Denza Z9 GT და ყველაზე მოულოდნელი მონაწილე – წინა წამყვანზე მომუშავე Toyota Camry.

ვიდეომ აჩვენა, რომ ასეთ ექსტრემალურ პირობებში წარმატება მხოლოდ ძლიერი ტექნიკის გარანტი არ არის. ყინულზე მოძრაობა გაუჭირდა ისეთ სერიოზულ ოფროუდერებსაც კი, როგორებიცაა G-Class და Tank 400, მიუხედავად იმისა, რომ მათ სამივე დიფერენციალის ბლოკირება აქვთ. საბოლოოდ კი, სწორად შერჩეული ტაქტიკისა და ფრთხილი მოძრაობის წყალობით, ყინულოვანი ორმოდან ამოსვლა სედანმა Toyota Camry-მაც კი შეძლო.

ვიდეომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ხშირად გადამწყვეტი არა მხოლოდ ძრავის სიმძლავრე ან გადაცემათა რაოდენობაა, არამედ მძღოლის გამოცდილება, მოძრაობის სტრატეგია და მანქანის მართვის სიზუსტე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები