LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაქორწინებულ მოღალატეებს გარდაუვალი სიკვდილი უწინასწარმეტყველეს

114
Counselors-Reveal-the-12-Most-Common-Marriage-Problems

განელი მღვდელი ამტკიცებს, რომ 2026 წელს გარდაუვალი სიკვდილი ელის ყველა დაქორწინებულ მამაკაცსა და ქალს, რომლებიც საკუთარ მეუღლეებს ღალატობენ. ამის შესახებ  გამოცემა Ghana Web წერს.

ცნობილმა პასტორმა და სასულიერო სიმღერების შემსრულებელმა ნათანიელ ბასიმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ბევრი დაქორწინებული მამაკაცი გოგონებს სექსის მიზნით ატყუებს.

„თუ ქორწინებაში ხართ და სხვა ქალს სასტუმროში სექსისთვის მიიყვანთ – იქიდან ცოცხალი ვერ გამოხვალთ. შეიძლება იფიქროთ, რომ ვხუმრობ“, – განაცხადა მქადაგებელმა.

მისი თქმით, იგივე ბედი ელოდებათ ქალებსაც, რომლებიც დაქორწინებულ მამაკაცებთან ფულისთვის ან სარგებლისთვის ამყარებენ რომანს.

„თუ იცით, რომ კაცი დაქორწინებულია, მაგრამ მაინც გაჰყვებით მას სიხარბის, ყურადღების სურვილის, ბრაზილიური პარიკებისა და Louis Vuitton-ის ჩანთების გამო – ამას თუ ცდით, ვერ გადარჩებით“, – თქვა ბასიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები