LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში პინგვინების ფერადი აღლუმი გაიმართა

115
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ჩინეთის ქალაქ ხარბინში პინგვინების ტრადიციული აღლუმი გაიმართა, რომელმაც ადგილობრივებისა და ტურისტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ღონისძიებას ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს პარკი Harbin Polarland. 2026 წლის შოუზეც პინგვინებმა მაყურებლების წინ საზეიმოდ ჩაიარეს, რის შემდეგაც დამსწრეებს სპეციალურად მოწყობილ მცირე არენიდან ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ.

აღლუმი განსაკუთრებულად მხიარული და ფერადი იყო – პინგვინებს ჰალსტუხები ეკეთათ, ზოგიერთს კი ზურგზე პატარა, რბილი სათამაშოს ფორმის ზურგჩანთებიც ჰქონდა მოკიდებული, რამაც ღონისძიებას დამატებითი სიმყუდროვე და იუმორი შესძინა.

პინგვინების შოუ ხარბინის ყინულისა და თოვლის ტრადიციული ფესტივალის პროგრამის ნაწილია. ფესტივალი 5 იანვარს გაიხსნა და თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები