LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა დაგრძელებული ელექტრო GLC წარადგინა – ფოტო

108
1200x900 (4)

Mercedes-Benz-მა ჩინეთში ოფიციალურად წარმოადგინა Mercedes-Benz GLC with EQ Technology-ის დაგრძელებული ვერსია. კროსოვერმა გაზრდილი ზომები მიიღო – მისი სიგრძე 4949 მმ-მდე გაიზარდა, ხოლო ბორბლებს შორის მანძილი 3027 მმ-ს აღწევს.

ვერსია GLC 350 L 4Matic აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 630 ცხენის ძალას შეადგენს და სრულ ამძრავ სისტემას უზრუნველყოფს.

ავტომობილმა ასევე მიიღო 89 კვტ⋅სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც ერთ დამუხტვაზე 703 კილომეტრამდე სავალ მარაგს უზრუნველყოფს. მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია.

მოდელის საჯარო პრემიერა გაიმართება პეკინის ავტოშოუზე, ხოლო გაყიდვები 23 აპრილს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები