შესახებ
„მწვანე ოთახი” – „Green Room” დაარსდა 1999 წელს.
ჯგუფის წევრები:
„სვანსკი” – აჩიკო გულედანი – ვოკალი, გიტარა
„დაბლ მენი”- ბექა ჯაფარიძე – კლავიში, სინთეზატორი
„კუკუშა” – ნიკა მოწონელიძე – გიტარა
„გუფი” – გურამ მაკალათია – დასარტყამი
„ბეთჰოვენი” – ირაკლი მანჩხაშვილი – მიდი სინთეზატორი
„ვახო ბაბუნაშვილი„ – ბასი
ჯგუფის წევრებმა დაამთავრეს თბილისის ჯაზის აკადემია.
პირველი ალბომი „მწვანე ოთახი” – კომპანია „ქართულმა ჩანაწერებმა” გამოსცა.
ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ჯგუფი ცენტრალური და კერძო ტელეკომპანიების ეთერით ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა.
ჯგუფი „მწვანე ოთახი” რეგულარულად მონაწილეობდა გიტარის საერთაშორისო ფესტივალებში (2001, 2002), მატარებლის ფესტივალში, თბილისის ჯაზ ფესტივალებში(2001, 2002) და სხვა.
ჯგუფმა პირველი სოლოკონცერტი 2001 წელს, I ალბომის პრეზენტაციისას გამართა. რამდენიმე სიმღერა ამ ალბომიდან ქართული ტელე და რადიო ტოპ ათეულების შემადგენლობაში აღმოჩნდა.
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სიმღერამ „მისები”.
„მწვანე ოთახი” პირველი ქართული ჯგუფია, რომელმაც ევროპულ ლეიბლთან (S.P.Records) გააფორმა კონტრაქტი. კონტრაქტი გულისხმობს 3 ალბომის გამოცემას და მათ დისტრიბიუციას ევროპის ბაზარზე.
სულ მალე გამოვა ჯგუფ „მწვანე ოთახის” ახალი ალბომი „The Last Minute of Terrorist”. ამ ალბომში შესული კომპოზიციები ექსპერიმენტული, ელექტრონული და როკ მუსიკის ნაზავია, პირობითად “Indie – Indepandend Pop-Rock” ჟანრს მიეკუთვნება.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები