LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota პიკაპების ჰიბრიდულ ვერსიებზე ჯერ უარს ამბობს

109
1098x1098

Toyota-ში აცხადებენ, რომ დამუხტვადი ჰიბრიდული (PHEV) ტექნოლოგია ამ ეტაპზე ტრადიციული პიკაპებისთვის ჯერ არ არის საკმარისად განვითარებული. ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა, რეი მანდეიმ, გამოცემა CarExpert-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, Toyota არ ჩქარობს პოპულარული Hilux-ის PHEV-ვერსიის გამოშვებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს მსგავს მოდელებს.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ჰიბრიდული პიკაპები არ აკმაყოფილებს იმ მყიდველების მოლოდინს, რომლებიც ასეთ ავტომობილებს სამუშაო დანიშნულებით იყენებენ. Toyota-ს შეფასებით, ჰიბრიდული პიკაპები ჩამორჩება როგორც ტვირთამწეობით, ისე მისაბმელის ბუქსირების შესაძლებლობით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰიბრიდული სისტემის დამატებითი კომპონენტებია, რომლებიც ავტომობილის მასას ზრდის.

რეი მანდეის თქმით, კომპანია აცნობიერებს, რომ ამ სეგმენტში კონკურენცია ძლიერია და ბაზარს მუდმივად აკვირდება. თუმცა, სანამ ტექნოლოგია Hilux-ის მომხმარებლების მოთხოვნებს სრულად არ დააკმაყოფილებს, Toyota ბენზინ-ელექტრული სამუშაო პიკაპების წარმოებას არ დაიწყებს.

დღეს გლობალურ ბაზარზე ჰიბრიდული პიკაპები უკვე აქვთ ისეთ მწარმოებლებს, როგორებიცაა Ford და Nissan. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ ჩინური კომპანიებიც, მათ შორის BYD და Great Wall.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები