LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche ძალიან იშვიათი Audi-ის ბაზაზე ახალ სუპერქარს შექმნის

117
ქირიას NEWS შაბლონი (8)

Porsche შესაძლოა ახალი ფლაგმანური სუპერქარის პროექტზე მუშაობას შეუდგეს, რომელიც 918 Spyder-ის იდეოლოგიურ მემკვიდრედ განიხილება. Automotive News-ის წყაროების ინფორმაციით, კომპანია ახალი მოდელის შესაქმნელად Volkswagen Group-ის კიდევ ერთი სუპერქარის – Audi Nuvolari-ის პლატფორმის გამოყენებას გეგმავს.

Audi Nuvolari-ის პრეზენტაცია ზაფხულის დასაწყისში გაიმართა, ხოლო მისი სერიული წარმოება 2027 წელს უნდა დაიწყოს. ავტომობილი ჰიბრიდული ძალოვანი სისტემით იქნება აღჭურვილი, რომელიც ოთხ ელექტროძრავას აერთიანებს და ჯამურად 1001 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Nuvolari Lamborghini Temerario-ს პლატფორმაზეა აგებული, თუმცა Audi-ს მოდელი როგორც დიზაინით, ისე ტექნიკური მახასიათებლებით დამოუკიდებელ ავტომობილად არის შექმნილი.

თუ Porsche პროექტს დაამტკიცებს, მისი სუპერქარი შესაძლოა Nuvolari-ზე კიდევ უფრო ძლიერი გახდეს და Volkswagen Group-ის ტექნოლოგიურ ოჯახში ფლაგმანის პოზიცია დაიკავოს. Porsche-ს მოდელის წარმოება, სავარაუდოდ, შეზღუდული რაოდენობით იქნება დაგეგმილი, რაც მაღალ ფასსაც განაპირობებს.

Audi Nuvolari-ის წარმოება მხოლოდ 499 ეგზემპლარით შემოიფარგლება. ანალოგიური მიდგომა Porsche-ს ახალი სუპერქარის შემთხვევაშიც განიხილება. საერთო პლატფორმის გამოყენება კი კონცერნს საშუალებას მისცემს, განვითარების ხარჯები რამდენიმე ბრენდს შორის გადაანაწილოს და პროექტზე მნიშვნელოვანი თანხები დაზოგოს.

Porsche-ს საბოლოო გადაწყვეტილება ახალი სუპერქარის პროექტის დაწყების შესახებ, წყაროების ინფორმაციით, 2026 წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები