LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს ჰუმანოიდი რობოტები ავტომობილების აწყობაში ჩაერთვებიან

166
ქირიას NEWS შაბლონი (6)

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai-მ და მისმა რობოტექნიკის მიმართულების შვილობილმა კომპანიამ Boston Dynamics-მა ჰუმანოიდი რობოტი Atlas-ისთვის ახალი, გაუმჯობესებული რობოტული ხელი წარმოადგინეს.

მოწყობილობა უფრო ზუსტ მოძრაობებსა და შეხების მიმართ მაღალ მგრძნობელობას უზრუნველყოფს, რაც რობოტს საწარმოო ხაზზე მცირე დეტალებითა და ადამიანებისთვის განკუთვნილი ხელსაწყოებით მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. Hyundai-ის გეგმის მიხედვით, მომავალ წლებში ჰუმანოიდი რობოტები კომპანიის ქარხნებში ავტომობილების წარმოების პროცესშიც ჩაერთვებიან. 

ახალი ხელი ოთხი თითისგან შედგება, მაშინ როდესაც წინა ვერსიას სამი თითი ჰქონდა. ერთ-ერთი თითი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და ადამიანის ცერა თითის ფუნქციას ასრულებს. მთლიანობაში, თითებს მოძრაობის 13 თავისუფლების ხარისხი აქვთ, რაც სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნივთების დაჭერისა და მანიპულირების საშუალებას იძლევა.

მოწყობილობის ერთ-ერთი მთავარი სიახლე შეხების სენსორებია, რომლებიც ხელისგულსა და თითებშია განთავსებული. მწარმოებლების განცხადებით, ისინი უმნიშვნელო შეხებასაც აღიქვამენ. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწარმოო ხაზებზე, სადაც რობოტს მცირე ზომის კომპონენტების აღება, ზუსტად განთავსება და სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენება უწევს.

ახალი ხელის შესაძლებლობების საჩვენებლად გამოქვეყნებულ ვიდეოში Atlas-ი იღებს წვრილ ბურღს, ამაგრებს მას ელექტრობურღში და ხის მასალაში ხვრელს აკეთებს. მსგავსი მოქმედებები მოითხოვს არა მხოლოდ საგნის მყარად დაჭერას, არამედ თითების კოორდინირებულ მოძრაობას, ხელსაწყოს სწორად მოთავსებასა და წნევის კონტროლსაც. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები