საინტერესო კვირაა. ჯერ კიდევ შანსები პოზიტიური გვაქვს, თუმცა უკვე ნელ-ნელა ამ კვირის ბოლოსკენ იწყება დედამიწის შესვლა უარყოფით ენერგოველში, რაც უფრო მეტად თვალშისაცემი იქნება უკვე შემდგომი კვირიდან. ამიტომ თუ გაქვთ რაღაც მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ საკითხები მოსაგვარებელი, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები და ა.შ. ეს ყველაფერი ჯობია, რომ ამ კვირაში განახორციელოთ.
ვერძი
გაითვალისწინეთ, რომ ჯერ კიდევ ენერგოტონუსი თქვენი მდგრადია. ამიტომ შეგიძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, ლიდერული თვისებების წარმოჩენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ თვითრწმენის საკმაოდ მაღალი კრიტერიუმი გაქვთ. ამ პერიოდის მსვლელობისას შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოს. შეიძლება ამ თანამშრომლობამ მატერიალური დივიდენდებიც კი მოგიმარაგოთ და მოგიტანოთ კიდეც, რაც ძალიან კარგია. ახალი ხელშეკრულებებისთვის პერიოდი საკმაოდ კარგია. თუმცა, გარკვეული სირთულეები კვირის ბოლოსკენ მაინც თვალშისაცემი შეიძლება იყოს, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული თქვენს სულსწრაფობასთან ან ფულის უყაიროდ ხარჯვასთან. ამის მიუხედავად, მაინც ეს კვირა გაძლევთ საშუალებას, რომ შეიქმნას რაღაცა პრობლემა, მინიმალური დანაკარგებით გამოხვიდეთ ამ პრობლემებიდან. შემდეგი კვირა უფრო რთულია თქვენთვის, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მაინც უმჯობესია მოაგვაროთ სწორედ ამ კვირაში.
კურო
ამ კვირაში უკვე ნელ-ნელა უმჯობესდება თქვენი ენერგოტონუსი. ჯანმრთელობა შედარებით უფრო მდგრადი ხდება, ოღონდ ნელ-ნელა ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ ნელ-ნელა მოიმატებს თქვენი შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, წესრიგი მათ შორის ურთიერთობებში. ამავდროულად, ჯერ კიდევ არ არის სათანადო ურთიერთგაგება თქვენსა და პარტნიორებს შორის. ამიტომ მათმა ზოგიერთმა ასეთმა გამოხტომებმა თქვენს საწინააღმდეგოდ, შეიძლება გამოიწვიოს თქვენში გაღიზიანება. შეიძლება რაღაც რადიკალური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ, რაც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ამ კვირაში თქვენს კარიერულ განვითარებაზე და თქვენს სოციალურ სტატუსზე საზოგადოებაში.
ტყუპები
მთლიანობაში კარგი კვირაა, რომლის მსვლელობისას იღბალიც საკმაოდ მაღალია. საინტერესო ადამიანები შეიძლება გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ ზოგიერთი თქვენი გადაწყვეტილების რეალიზაციაში, ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტაში. მთავარია, რომ თქვენ აქ ცოტა მეტი მოთმინება გამოავლინოთ და ემოციური იმპულსები აკონტროლოთ. მაშინ გაცილებით მეტი იქნება წარმატების შანსი. ეს პერიოდი ხელს უწყობს სტაბილიზაციას პირადი ურთიერთობებისა, რომანტიკული კავშირებისა, შვილებთან ურთიერთობა შეიძლება გაუმჯობესდეს. თქვენ, როგორც ლიდერმა, ხელმძღვანელმა კარგად შეიძლება წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და კარგი ორგანიზატორული მონაცემების მეშვეობით საგრძნობლად დაიბრუნოთ სათანადო ავტორიტეტი საზოგადოებაში. შემდეგი კვირა ცოტა უფრო რთულია თქვენთვის, ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად აქტიურად გაიარეთ.
კირჩხიბი
მეტ-ნაკლებად მშვიდი პერიოდია, რომელიც ნელ-ნელა აუმჯობესებს თქვენს ენერგოველს, ანუ გაძლევთ მეტ შრომისუნარიანობას. ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას შეიძლება ფინანსური კუთხით გარკვეულ წარმატებებს მიაღწიოთ. რაღაც შეიძლება მიაგნოთ რაღაც საინტერესო ახალ საფინანსო წყაროებსაც კი. კაპიტალდაბანდებისთვის, ინვესტიციების პერიოდი არ არის ცუდი ამ კუთხით. კარიერულ განვითარებას უწყობს იგი ხელს და შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი აღმოჩნდეს ფინანსური ბონუსების ან დავუშვათ ხელფასის მომატების პერსპექტივის წინაშეც კი. აქ შეგიძლიათ დაეყრდნოთ კოლეგათა თანადგომას, დახმარებასაც კი. ხელმძღვანელებიც ძალიან პოზიტიურად არიან თქვენს მიმართ განწყობილი, რაც მთლიანობაში საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს ავითარებს თქვენი წინსვლისა და განვითარებისა.
ლომი
პირველ რიგში, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, ამიტომ შეგიძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, გავლენის სფეროს გაფართოება. აწესრიგებთ როგორც თქვენს გონებაში, ასევე თქვენს ირგვლივმყოფ ადამიანებში ურთიერთობებს, აზრებს და ა.შ. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, ხელშეკრულებების დადებისთვის, მოლაპარაკებებისათვის. აქ მრავალფეროვანი კონტაქტების დროა, შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. ერთობლივი შეიძლება ჩამოყალიბდეს პარტნიორული თანამშრომლობაც. უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათ თანადგომაც იქნება დროული. საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, მგზავრობა-მოგზაურობის კუთხითაც ეს კვირა საკმაოდ კარგია, რასაც ვერ ვიტყვით ამის შემდეგ კვირაზე. ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხები მაინც ეცადეთ, რომ ამ კვირაში გადაწყვიტოთ.
ქალწული
ენერგოტონუსი თანდათან უმჯობესდება, ფაქტობრივად მოიმატებს შრომისუნარიანობა, ნაკლებად იღლებით. აქ თანდათან ემოციური სტაბილურობაც მეტად იჩენს თავს და აღვნიშნოთ, რომ შეიძლება თქვენმა საქმიანობამ მოიტანოს ფინანსური დივიდენდები და მორალური კმაყოფილებაც კი. აქედან გამომდინარე ინვესტიციებისთვის, კაპიტალდაბანდებისთვის, რაღაც მნიშვნელოვანი საყიდლებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. შეიძლება ჩაერთოთ რაღაცა ახალ საინტერესო ბიზნესპროექტებშიც. ყველგან და ყოველთვის იმოქმედეთ პრინციპით: „ათჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, მაშინ შეცდომებს არ დაუშვებთ, სწორად იმოქმედებთ. ეს პერიოდი თქვენგან ითხოვს ერთგულებას და თქვენს ირგვლივ ერთგული ადამიანების შეკრებას. მაშინ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ასეთ ადამიანებთან იქნება მეტად ნაყოფიერი. შემდეგ კვირაში შედარებით უფრო რთულია, ამიტომ ეცადეთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები ასევე თქვენც ამ კვირაში დაასრულოთ.
სასწორი
კარგი პერიოდი გრძელდება სასწორთათვის. შესაძლებლობები ჯერ კიდევ გაქვთ: ახალი იდეები, ახალი მიზნები, საერთო ინტერესების გაერთიანება შეიძლება მოხდეს პარტნიორებთან. ამიტომ ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენი საქმიანი შესაძლებლობების ნათლად გამოვლენას, სხვებისთვის დახმარების გაწევას. თქვენ შეიძლება ზოგიერთ საქველმოქმედო აქციებშიც მიიღოთ მონაწილეობა, პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად ნაყოფიერი იქნება. ამიტომ პერიოდი მთლიანობაში კარგია ყოველმხრივ: გინდათ პირადი ურთიერთობების კუთხით, გინდათ საქმიანი და ფინანსური კუთხით. ამიტომ გამოიყენეთ მაქსიმალურად, იაქტიურეთ, ახალი პროექტები წარმოადგინეთ, რათა მოასწროთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების აქ შესრულება, იმიტომ რომ შემდეგი კვირა ნაკლებ ნაყოფიერი და ცოტა უფრო რთული ტენდენციების მატარებელი იქნება.
მორიელი
მორიელებო, თანდათან უმჯობესდება თქვენი ენერგოტონუსი. ანუ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, მზის გადასვლა უკვე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში ამ კვირაში გვამცნობს, რომ მთავარი ფავორიტი უახლოესი ერთი თვისა თანდათან ხდებით თქვენ. ამიტომ იღბალიც ნელ-ნელა მოიმატებს, შრომისუნარიანობაც, ემოციური სტაბილურობაც თანდათან გაუმჯობესდება, უფრო ადვილად შეძლებთ პრობლემების მოგვარებას ამ კვირაში. ადრეული პროექტებიდან შეიძლება ახალი დივიდენდები მიიღოთ მატერიალური, ამან გაუმჯობესოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა და უფრო სერიოზული დამოკიდებულება გექნებათ საკუთარი ვალდებულებებისა და საქმის შესრულებისადმი. ამასთან ერთად, მაინც ცოტა უნდა მეტად აკონტროლოთ საკუთარი ემოცია, ემოციური იმპულსები და მავნე ჩვევები – ეს ორი სფეროა, რასაც სჭირდება თქვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება, როგორც ხელისშემშლელი ცხოვრებისეული ფაქტორებისადმი და კიდევ: ცოტა ჯერ კიდევ არასტაბილურია ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორებთან, სადაც მეტი დიპლომატია და სიფრთხილე გმართებთ ურთიერთობისა და არა ზედმეტი სიხისტე, რათა აქაც გარკვეულწილად ურთიერთობები არ გართულდეს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს რაც შეეხება, ენერგოტონუსი თქვენი ჯერ კიდევ მდგრადია, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ნაყოფიერება მუშაობისას საკმაოდ მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ კოლექტიური ძალისხმევა იქნება ფრიად ნაყოფიერი და წარმატებული, კოლეგებთან ურთიერთობაც იქნება მეტად ჰარმონიული, რაც ასევე კარგია. მეტი ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ხდება თქვენს ზურგს უკან, რადგან ფარულ მტრებს და მოშურნეებს არ სძინავთ, თუმცა რეფორმებისთვის კარგი დროა: ახალი საქმე, ახალი პროექტი, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, შეიძლება ახალი ვარცხნილობა, შეიძლება ახალი ტანსაცმელი ან რაღაც ახლებური ურთიერთობები – ერთი სიტყვით, სიახლეებისთვის ძალიან კარგი პერიოდია და მაქსიმალური კონტაქტი ინტერნეტთან – აქედანაც შეიძლება მიიღოთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია ან გაიცნოთ კიდეც ზოგიერთ შემთხვევაში საინტერესო ადამიანები.
თხის რქა
ნელ-ნელა უმჯობესდება ამ კვირიდან თქვენი ენერგოტონუსი, ჯანმრთელობაც შედარებით უფრო მდგრადი ხდება, რაც კარგია, იმიტომ რომ ხელს შეუწყობს ეს პერიოდი თქვენი ფინანსური მდგომარეობის, პროფესიული წინსვლის პერსპექტივების გამოვლენას, განვითარებას. ამასთან ერთად შეიძლება მატერიალური მხარდაჭერა მიიღოთ ახლობელთა მხრიდან, რაც ასევე მნიშვნელოვანია. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და ასევე კარიერულ წინსვლას.
მერწყული
ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, ჯანმრთელობა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურობას, ამიტომ შედარებით ნაყოფიერი, მშვიდი პერიოდია, შეიძლება ესეც ვთქვათ, განსხვავებით შემდეგი კვირისგან, რომელიც უფრო რთული იქნება. ეს კვირა ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას, პარტნიორებთან ერთობლივი მიზნების მიღწევას და მათ რეალიზაციას. ასევე აღვნიშნოთ, რომ შეიძლება ახალი მეთოდოლოგია გამოიყენოთ თქვენც მუშაობისას ან ტაქტიკა შეცვალოთ თქვენი მოქმედებისა, რითიც გააოცებთ ზოგიერთ ადამიანს. სხვათა შორის, ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის, უცხო ენების ასათვისებლად. მეტად დაეყრდენით ხასიათში მზარდ ოპტიმიზმს, რომელიც დაგეხმარებათ არასტაბილური საკითხის უკეთ გადაწყვეტაში.
თევზები
თევზებო, ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელობა თანდათან უფრო მდგრადი გახდება, ამიტომ განწყობაც სასიკეთოდ შეიცვლება. ამიტომ პერიოდი უფრო მშვიდია, წინა პერიოდისგან განსხვავებით, უფრო მეტად აწესრიგებთ ურთიერთობებს, სიტუაციებს, თქვენს აზრებს, სტაბილურ ელფერს აძლევთ, ასე ვთქვათ, თქვენს ჯანმრთელობას და საქმეებშიც, ასე ვთქვათ, უფრო მეტად სტაბილიზაცია იქნება შესამჩნევი. ამ პერიოდში თევზები გადადიან აქტიურ მოქმედებებზე, გარკვეულწილად შინაგან ცვლილებებსაც ესადაგებიან, თუმცა ჯერ კიდევ ეს კვირა ითხოვს „ენაზე კბილის დაჭერას“, საკუთარი საიდუმლოს დაცვას. რაც შეეხება მგზავრობა-მოგზაურობას და უცხოელებთან კონტაქტებს, ამ კუთხით ეს კვირა უფრო ნაყოფიერია და მეტად წარმატებულია.
გეომაგნიტური დღეები:
ტრადიციულად, 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს სჭირდება ყურადღება ამ კვირის გეომაგნიტური დღეების მიმართ. ეს ის დღეებია, რომლის მსვლელობისას შეიძლება მეტი პრობლემები შეექმნას ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რამაც გამოიწვიოს უგუნებობა, თავის ტკივილები და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები.
გეომაგნიტური დღეები ამ კვირაში: ორშაბათი – 19 ოქტომბერი, ხუთშაბათი – 22 ოქტომბერი , პარასკევი – 23 ოქტომბერი, კვირა – 25 ოქტომბერი