LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 წლის „ფერარის“ 20 მილიონ დოლარზე მეტად გაყიდვას აპირებენ – ავტომობილი თითქმის ახალია

155
ქირიას NEWS შაბლონი (7)

1997 წელს გამოშვებული Ferrari F50, რომელსაც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ 170 კილომეტრი აქვს გავლილი, აუქციონზე გაიყიდება. უნიკალური სუპერქარის საწყისი ფასი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ორგანიზატორები მის გაყიდვას 20 მილიონ დოლარზე მეტად იმედოვნებენ.

ავტომობილი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერქარია. Ferrari F50 კომპანიის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა და 1995-1997 წლებში იწარმოებოდა. მოდელი ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებით იყო შთაგონებული და აღჭურვილი იყო 4,7 ლიტრიანი, ატმოსფერული V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 520 ცხენის ძალას შეადგენდა.

F50-ს 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის დაახლოებით 3,9 წამი სჭირდებოდა, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 325 კილომეტრს აღწევდა.

გასაყიდად გამოტანილი ეგზემპლარის მთავარი უპირატესობა მისი მდგომარეობა და უკიდურესად მცირე გარბენია. ავტომობილი 1997 წელს ააწყვეს, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 170 კილომეტრი გაიარა. ასეთი მცირე გარბენი მას კოლექციონერებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

აუქციონი ლას-ვეგასში 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. თუ ავტომობილი 20 მილიონ დოლარზე მეტ ფასად გაიყიდა, Ferrari F50-ისთვის ეს განსაკუთრებულად მაღალი შედეგი იქნება და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ძვირად ფასობს იშვიათი, თითქმის ხელუხლებელი სუპერქარები საკოლექციო ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები