LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა არის ქალაქზე, სადაც ვცხოვრობთ, რომელიც გვიყვარს, არის მეგობრობაზე…“ – ტრიო „აპრილიას“ სიმღერის პრემიერა

269
ტრიო-„აპრილია“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილს გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ტრიო „აპრილია“ სტუმრობდა. გადაცემაში ახალი ნამუშევრის „დილის სიმღერა“ პრემიერა შედგა.

როგორ ქმნით ახალ სიმღერებს, როგორ მუშაობთ მათზე, ასევე რამდენად ხშირად ახერხებთ შეკრებას?

რაც შეეხება შეკრებას, თუ რამე ახალი სიმღერის ჩაწერას ვაპირებთ, აქ უკვე სხვანაირი შემართება, სხვანაირი ფიქრი, სხვანაირი მოტივაცია, რეპეტიცია გვჭირდება.

ერთობლივი ძალებით გამოდის საბოლოოდ პროდუქტი, რომელიც მიდის ხალხთან. მერე, უკვე ხალხის გადასაწყვეტია, მოსწონთ, არ მოსწონთ…

თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რომელ თქვენს სიმღერაზე აკეთებს მსმენელი აქცენტს?

ყველას ძალიან მოსწონს „იასამნები“, ასევე „აღარ მინდა ღამე“. სხვათა შორის, ახალ სიმღერას, რომლის პრემიერაც დღეს გვაქვს თქვენთან, ყველაზე მეტი გაზიარება და ნახვა აქვს ჩვენს გვერდებზე, ანუ ხალხს რაღაცნაირად მოეწონა.

ვიდეოც გაკეთდა ამ სიმღერაზე და ალბათ, ამანაც იმოქმედა. კლიპი ძალიან ეხმარება სიმღერას. კადრში თბილისის ხედი ჩანს. განათება და საერთო ხასიათი არის ძალიან თბილი. საოცრად მოუხდა სიმღერას.

ვისაუბროთ ნამუშევარზე „დილის სიმღერა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა არის ქალაქზე, სადაც ვცხოვრობთ, რომელიც გვიყვარს, არის მეგობრობაზე, არის იმაზე, რომ ჩვენ ვართ ახლა და აქ და ეს ახლა და აქ უნდა დავაფასოთ და გვიყვარდეს.

ზურა მანჯავიძე გვეხუმრება ხოლმე, ტექსტიც თქვენი, მუსიკაც თქვენი, გადაღებაც თქვენი… ბარემ თქვენი რესტორნები გახსენით და ყველაფერი თქვენი იყოსო… ამ შემთხვევაშიც ჩვენია ყველაფერი. ბეჟო არის სიმღერის და ტექსტის ავტორი.

დიდ მადლობას ვუხდით დავით დურგლიშვილს, რომელიც დაგვეხმარა და ამ სიმღერის მხარდამჭერი ვიდეო გააკეთა, რომელმაც ძალიან დიდი შედეგი გამოიღო.

მადლობა დავით უგრეხელიძეს, რომელიც არანჟირების ავტორი გახლავთ.

2023 წელს შეიქმნა თქვენი ტრიო, როგორ მიიღო მსმენელმა „აპრილია“, თქვენი სიმღერები?

ჩვენმა მეგობარმა, ოთო ედიშერაშვილმა ჩამოაყალიბა და შექმნა ჩვენი ტრიო, მისი იდეა იყო.

2023 წლის აპრილი იყო „აპრილიას“ პირველი კონცერტი რომ გვქონდა. ეს იყო ძალიან მეგობრული გარემოცვა და სულ მეგობრების მხარდაჭერა იყო პირველ კონცერტზე, რადგან მათ პირველად მოისმინეს ჩვენი სიმღერები.

პირველი ალბომის შემდეგ, ჩვენ გამოვუშვით რამდენიმე სინგლი, „თეთრი ნისლები“, „იასამნები“ და გავაკეთეთ კიდევ ერთი პოპური.

როგორია სამომავლო გეგმები?

30 ოქტომბერს ტრიო „აპრილია“ ვაკეთებთ სოლოკონცერტს, მცხეთაში.

შევასრულებთ ჩვენს სიმღერებს. იქნება ასევე ყველასათვის ცნობილი, საყვარელი ქალაქური სიმღერები. ეს ჟანრი ბოლო რამდენიმე წელია ძალიან მოდაში შემოვიდა, ძალიან მოთხოვნადი გახდა…

ჩვენს გვერდზე ყველა ინფორმაცია დევს.

ტრიო „აპრილია“ – დილის სიმღერა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ტრიო აპრილია – მარტოხელა ქალბატონო. Live

ტრიო აპრილია – ქოლგა. Live

ტრიო „აპრილია“. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები