LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5709
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური ენერგიები დღევანდელი დღისა მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილების, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამ შემთხვევაში მეტად აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ, გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

დღეს ნუ დაუპირისპირდებით პარტნიორებს, იქნება ეს სასიყვარულო თუ საქმიანი პარტნიორი, მათთან არსებული პრობლემები მშვიდად უნდა განიხილოთ.

კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მეტი ყურადღება გმართებთ ნებისმიერი საქმის შესრულებისას. ნუ ჩქარობთ, უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები.

ნუ გამოხატავთ არაადეკვატურ რეაქციებს სხვადასხვა მოვლენაზე – ეს განსაკუთრებით კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს შეეხება, რადგან ზოგჯერ თქვენი პასუხი სრულიად შეუსაბამო, მეტიც, გარშემომყოფთათვის მიუღებელიც კი იქნება.

მოვერიდოთ ახალი და გრანდიოზული საქმის დაწყებას, სესხის გაცემას ან აღებას. არ ვარგა დღევანდელი დღე ანალიზების ჩასაბარებლად, ექოსკოპიისთვის, ახალი ფეხსაცმლის ყიდვისათვის, დაპირებებსაც დღეს ნუ გავცემთ. მოვერიდოთ ტყუილს, საიდუმლო საქმეებსა და საიდუმლო სიყვარულს, რომელიც შეიძლება ადვილად გამოაშკარავდეს და გახდეს უსიამოვნებებისა და კონფლიქტების მიზეზი.

დღე სასიკეთოა მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, იურიდიული საქმეებისა და სასამართლო პროცესებისთვის. ხელს უწყობს კაპიტალდაბანდებას, ფოტოგრაფიას, კულინარიას, კარგია ქველმოქმედებისთვის, ქორწინებისთვის, ნადირობა და თევზაობისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის და მეგობრული კონტაქტებისთვის.

დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემები, მხედველობა, ტერფების ზონა.

დღის ფერები და მინერალები:

მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი ანუ გიშერი, ამეთვისტო და მარჯანი. ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან პრიორიტეტი მივცეთ იისფერ, მწვანე, ვერცხლისფერ, ფირუზისფერ, ლურჯ ტონებს, რომლებიც მეტად გაზრდის თქვენს შარმს და მიმზიდველობას.

ზოდიაქოს ნიშნები:

დადებითია დღევანდელი დღე მორიელის და თხის რქას ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ეს დღე ვერძის, ტყუპების, ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის უკვანეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები